"ხვიჩა რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია" - "ნაპოლის" ქომაგებმა ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს

AutoSharing Option
გუშინ, სერია A-ს 25-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "ლაციოსთან" 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ქომაგებმა პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს.

"ჟელინსკი ყველას გვიყვარს, რადგან ძალიან ტექნიკური და მრავალმხრივი ფეხბურთელია, თუმცა ძალიან სუსტია. გოლის გატანა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო, კვარაცხელია რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია. მინდა ვიცოდე, ასეთ დროს რაზე ფიქრობს, იმედია, გამოიღვიძებს".

"ასე თამაში არ შეიძლება, რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენა. უკეთესი იქნებოდა მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში თამაში ელმასს დაეწყო".

"ჩვენი გუნდის ღირსებას უკვე 7 წელია იცავს და მუდამ ასეთი
არასტაბილურია, არ მიკვირს, რომ ჯუნტოლი კონტრაქტს არ უხანგრძლივებს" - წერენ "ნაპოლის" ქომაგები" სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 65 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 11 მარტს "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.

altნეაპოლში კვარაცხელიას თამაშის სანახავად ჩასული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

altხვიჩამ თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო

alt"ნაპოლი" სახლში "ლაციოსთან" დამარცხდა და შეწყდა მისი 7-მატჩიანი მოგებათა სერია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 38 /
ჟელინსკი რომ არაკაცურად და არა სპორტულად იქცევა თავიდანვე შევატყვე, გუშინ ნერვები "მომიწამლა", გამიზნულად არ აძლევდა პასს ხვიჩას! პალეტიც კაი "კვერცხია", ერთხელ მოხვდა კვარა თამაშგარეში და კინაღამ სტადიონზე შევარდა ხაზს უყურეო, ოსიმენი ათიდან 6 თამაშგარეა მაგრამ.....!!!! რა უნდა ოლივერას მოედანზე საერთოდ!!!!
მარტოხელა მგელი!
14:08 04-03-2023
4
თურმე ჩვენ არაფერი გვეჩვენება და ეს პირველად არ ხდება. ზელენსკი ნაგავი ნაბიჭვარია და შურიც აქვს ეტყობა გულში. ხშირად არც კი იყურება ხვიჩასკენ ვითომ მოედანზეც არ არის. სულ მიკვირს ნუთუ სპალეტი ვერ ამჩნევს და ამაზე რეაგირებას არ ახდებს?
G.LA
13:44 04-03-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული