"ხვიჩა რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია" - "ნაპოლის" ქომაგებმა ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს

AutoSharing Option
გუშინ, სერია A-ს 25-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "ლაციოსთან" 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ქომაგებმა პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს.

"ჟელინსკი ყველას გვიყვარს, რადგან ძალიან ტექნიკური და მრავალმხრივი ფეხბურთელია, თუმცა ძალიან სუსტია. გოლის გატანა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო, კვარაცხელია რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია. მინდა ვიცოდე, ასეთ დროს რაზე ფიქრობს, იმედია, გამოიღვიძებს".

"ასე თამაში არ შეიძლება, რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენა. უკეთესი იქნებოდა მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში თამაში ელმასს დაეწყო".

"ჩვენი გუნდის ღირსებას უკვე 7 წელია იცავს და მუდამ ასეთი
არასტაბილურია, არ მიკვირს, რომ ჯუნტოლი კონტრაქტს არ უხანგრძლივებს" - წერენ "ნაპოლის" ქომაგები" სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 65 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 11 მარტს "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.

altნეაპოლში კვარაცხელიას თამაშის სანახავად ჩასული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

altხვიჩამ თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო

alt"ნაპოლი" სახლში "ლაციოსთან" დამარცხდა და შეწყდა მისი 7-მატჩიანი მოგებათა სერია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 38 /
კვარას სამი არც თუ ისე დამაჯერებელი თამაში მიეწყო ზედიზედ, მაგრამ დიდ ფეხბურთელებსაც ჰქონიათ უარესი.
მთავარია კვარამ საფეხბურთო სითავხედე დაიბრუნოს და ტარანზე წასვლები დაიწყოს როგორც ადრე. პუბლიკას მონსტრები უყვარს.
სხვა მხრივ სკამი გარდაუვალია.
გუნდი როგორც ერთი ოჯახი-ეს ილუზიაა და გულუბრყვილობა.
წარმოიდგინეთ რამდენს უნდა რომ კვარას ფეხი დაუცდეს, მაგალითად ელმასს,აქ რას წერენ არ ვიცი მაგრამ დაიწყეს უკვე ნეაპოლში კვარას კრიტიკა, იქაურებს კითხეთ.
ერთი ორი ჩაგდებული თამაში და ვსიო სკამზეა.
იმედია ასე არ მოხდება.
ჯერ მარტო სპალეტი რომ უღრიალებდა ბოლო ხმაზე ხაზიო. იმ პითალო ოსიმენსზე რეაქცია არააქვ თამაშში რომ მგონი 10-ჯერ ხვდება აფსაიტში. თან ღორობს პრემიაც უნდა, ბომბარდირობაც და პასზე იასნია ნაბიჟვარი ჟელენსკივით არ შეიწუხებს თავს არადა კვარამ გაატანინა 8 გოლი და კვარას დარტმულზე დაამატა 2 იმ 19 გატანილიდან. ანუ კვარათი გაიტანა ნახევარზე მეტი.
ჩვეულებრივი ჯუნგლებია, გუნდში ძმაკაცობა ჩემი შვილი ფეხბურთელია და ვიცი რაც არის.ფსიქოლოგიურად უნდა გაუძლოს და
მხოლოდ ჩვეულ, ძველებურ საფეხბურთო თავხედობას უნდა მიაწვეს.დარწმუნებული ვარ გაატანინებს და ისეთი მონსტრი გაიჩითება როგორიც ქინქი იყო და ტრიბუნები გიო გიო ს გუგუნებდა.
წარმატებებს ვუსურვებ
ნიკიფორე გურული
14:49 05-03-2023
2
ერთ მომენტში,პასი რომ მიეცათ, სავარაუდოთ შეაგდებდა :(
ზურა
12:54 05-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული