"ნაპოლი" ფავორიტთა შორისაა - რედნაპის აზრით, "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია

AutoSharing Option
ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა Tuttomercatoweb-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის 3 ფავორიტს შორის დაასახელა.

"იტალიური გუნდები არ არიან ისეთი ძლიერები, როგორც ადრე იყო; ასევე პრემიერლიგის გუნდებიც არ არ არიან იმ დონეზე, როგორც რამდენიმე სეზონის წინ ხდებოდა. რა თქმა უნდა,"მილანსა" და "ინტერს", დიდი ტრადიცია აქვთ, მაგრამ ერთადერთი, რომელიც ტოპ-გუნდის შთაბეჭდილებას მატოვებს, არის "ნაპოლი".

შეუძლია თუ არა სპალეტის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზეც შორს წასვლა? – გეტყვით, რომ წელს რბოლა ღიაა, როგორც არასდროს.

"ლივერპული" თითქმის გამოვარდა, მანჩესტერ "სიტი" ვერ თამაშობს ისე, როგორც
შარშან; "ჩელსი" ცუდად ასპარეზობს... თუ უნდა ვიფიქრო იმაზე, ვინ მოიგებს წელს ლიგას, თავში სამი სახელი მომდის:

"ბაიერნი", მანჩესტერ "სიტი" და "ნაპოლი". შესაძლოა, მადრიდის რეალიც, მაგრამ შესაძლოა.", – თქვა რედნაპმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
უმთავრესი ფავორიტი შესაძლოა კი არა, მადრიდის რეალია, ერთედერთი გუნდი სადაც შეიძლება რეალმა წაიფორხილოს ეს არის ბაიერნი. ნაპოლი ნამდვილად არ არის ფავორიტი, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ხვიჩამ დუბლი დადოს წელს, მაგრამ ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება, ლიგაზე მაინც დიდ როლს თამაშობს გამოცდილება
მამუკა
17:44 07-03-2023
2
ნაპოლი ნახევარფინალში ნამდვილად უნდა შევიდეს. მეშინია მისი აქილევსის ქუსლის პენალტების სერიის, თუ დაიჩაგრა, სწორედ აქ დაიჩაგრება, ამიტომ პენალტებამდე საქმე არ უნდა მიიყვანოს.
ჟორა
23:52 07-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული