დე ლაურენტისი თავისი მეორე კლუბის გასაყიდად ემზადება, "ნაპოლის" შეძენა კი ერთ-ერთ უცხოურ ფონდს სურს

AutoSharing Option
La Repubblica-ს ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც "ნაპოლის" მფლობელია, კიდევ ერთი საკუთარი კლუბის, "ბარის" გასაყიდად ემზადება.

გუნდი სერია B-ში კარგად ასპარეზობს, მე-3 ადგილზე იმყოფება და უმაღლეს დივიზიონში დაწინაურების ძალიან კარგი შანსი აქვს.

იტალიაში მოქმედი წესებით, ერთ ადამიანს ერთსა და იმავე ლიგაში ორი კლუბის პატრონობის უფლება არ აქვს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "ბარის" საწყისი ღირებულება 150 მილიონი ევრო იქნება. La Repubblica იმასაც წერს, რომ ერთ-ერთ უცხოურ ფონდს "ნაპოლის" შეძენაც სურს, თუმცა დე ლაურენტისი ამ წინადადებას არ განიხილავს, რადგან "პარტენოპეის" პრეზიდენტონის გარეშე
დარჩენა ვერ წარმოუდგენია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამერიკას პოლიტიკური მიზნების გარდა ვერ ექნება სხვა მიზანი მსოფლიოს ამერიკანიზაცია და ბეისბოლი უნდა გვათამაშონ?!
გივი
11:29 10-03-2023
4
ეგ მარადონას სულში ჩაფურთხება იქნება "ნაპოლი" ამერიკელებს ხელში რომ ჩაუგდონ.
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული