სამი პენალტი - "სპეციამ" "ინტერი" დაამარცხა და "ნაპოლის" საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 26-ე ტურში „სპეციამ“ სახლში „ინტერს“ 2:1 სძლია.

სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ დაწინაურება, როდესაც კალდარამ საჯარიმოში დ’ამბროზიო წააქცია და პენალტიდან გატანა მარტინესს დრონგოვსკიმ არ დაანება. პოლონელმა მეკარემ პირველ ტაიმში კიდევ სამი დუელი მოუგო ლაუტაროს.

შესვენების შემდეგ „ნერაძურიმ“ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, გოლი კი საკუთრ კარში მიიღო - ჰანდანოვიჩის კარი შეცვლაზე შესულმა პაოლო მალდინის შვილმა, დანიელ მალდინიმ დალაშქრა. მილანური გუნდი იერიშებზე გადავიდა, დუმფრისი საჯარიმოში სალვამ წააქცია, ხოლო თერთმეტმეტრიანი ლუკაკუმ გამოიყენა. ცოტა ხანში პენალტი უკვე ჰანდანოვიჩის კარში დაინიშნა და ნზოლამ „სპეციას“ გამარჯვება მოუპოვა.

„ინტერი“ 50 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ნაპოლის“ 15 ქულით ჩამორჩება და ორი უმძიმესი მატჩი ელის - 15 მარტს გასვლაზე ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუსთან“ და 19 მარტს იტალიის პირველობაზე სახლში „იუვენტუსთან“.

დღეს „ნაპოლი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს და „ინტერთან“ სხვაობის გაზრდას შეეცდება.

სპეცია. „ალბერტო პიკო“

სპეცია - ინტერი 2:1
გოლები: 1:0 მალდინი (54), 1:1 ლუკაკუ (82, პენ), 2:1 ნზოლა (87, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: მარტინესი (13)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ესეც ასე
ვაუ
11 მარტი 2023 12:48
0
ეს იტალიური გუნდები ისე იქცევიან, მგონი ვერცერთი თამაში რომ ვერ მოიგოს ნაპოლიმ, მაინც ჩემპიონი გახდება. :)
დათო
11 მარტი 2023 12:47
0
ბოლო 2 წლის მანძილზე სერია a ს დონემ საგძნობლად მოიმატა,სწრაფი და დინამიური თამაშებია.პატარა გუნდები ბოლომდე იბრძვიან. Ამიტომაც აშკარად გაუსწრო ესპანეთს და ინგლისს შემდეგ მეორე ლიგაა.
Რერო
11 მარტი 2023 08:59
0
თუ იუვენტუსს ქულები არ დაუბრუნეს, საჩემპიონო ინტრიგა მკვდარია. შეგვიძლია ხვიჩას მივულოცოთ ჩემპიონობა.
irakli81
11 მარტი 2023 01:54
3
რა სისულელეა იუვენტუსს რომც დაუბრუნონ ინტერს დაეწევა და არა ნაპოლის!
კვარაშოუ
11 მარტი 2023 11:23
0
რომც დაუბრუნონ იუვეს ეგ 15-ქულა მაინც არ მგონია ნაპოლის წელს რამე პრობლემა შეუქმნას რომელიმე გუნდმა სკუდეტოს მოგებაში,,თუ თავად ნაპოლიმ არ ჩაიდინა სასწაული და თამაში თამაშზე არ წააგო ვერავინ დაეწევა,,თან არასწორიც იქნება ის გუნდი შეეწინააღმდეგოს რომელსაც გადაურბინა და 5-1 მოუგო,,ასე რომ თამამად შეგვიძლია უკვე ხვიჩას მოგებული სკუდეტო ვიზეიმოთ ხვიჩას გულშემატკივრებმა,,ინტერმაც წააგო კიდე სპეციასთან და ისე გამოდის მგონი დარჩენილ 13-ტურში 4-5 მოგებაც კი ეყოფა,,
ირაკლის
11 მარტი 2023 10:42
0

სიახლეები პოპულარული