რთული ბავშვობა
სკოპიეს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მხარეში, კაირის მრავალეთნიკურ დასახლებაში, სადაც
ჩრდილომაკედონიელები, ალბანელები, თურქები და ბოშები ერთად ცხოვრობენ, ელიფი ქვეყნიერებას 1999 წლის 24 სექტემბერს, თურქების ოჯახში მოევლინა.
უფროსი ელმასი, ჯევიტი,
ტკბილეულის მაღაზიის მფლობელი იყო. იმ არაპროგნოზირებად და რთულ წლებში "ნაპოლის" უკვე ექსნახევარმცველი ფეხბურთის სიყვარულით იზრდებოდა. მას სწამდა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა. ელიფს ორი ალტერნატივა ჰქონდა - ან გაჰყოლოდა ოჯახურ ბიზნესს, ან დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო. ფეხბურთმა გაიმარჯვა!..
ელმასის პირველი პროფესიული გუნდი 2015-16 წლებში მაკედონიური "რაბოტნიჩკი" იყო. ის აქ 2 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და 46 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
ამის შემდეგ ჩვენი წერილის გმირი თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გრანდის, "ფენერბაჰჩეს" რიგებში ვიხილეთ. ის აქაც ორი სეზონით დარჩა. ელმასს სტატიკური მაჩვენებლები დიდად არ გაუუმჯობესებია, თუმცა მასში სამხრეთამერიკული ფეხბურთის ელემენტებს ხედავდნენ - ბურთის გრძნობა და მისი გაკონტროლების უნარი, ბრძოლისუნარიანობა, სპორტული აგრესია. ელიფი შორიდან დარტყმითაც გამოირჩევა.
ელმასმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალიან მაგრად ითამაშა და მსურველების რიგი დაუდგა. მისი შეძენა "მანჩესტერ სიტის" და დორტმუნდის "ბორუსიას" სურდათ, თუმცა მილანის "ინტერთან" გარკვეული დეტალები შეთანხმებული იყო და ჩრდილომაკედონიელი თითქოს სწორედ ამ გუნდში უნდა გვენახა.
ელიფის საფეხბურთო მენეჯერი იხსენებს: "სტამბოლში ვისხედით და ვარიანტებს განვიხილავდით. ამ დროს, მოულოდნელად, ზარი გაისმა და "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფეხბურთელთან პირადად გასაუბრებას ითხოვდა. შემდეგ ელიფმა თქვა, რომ ის ნეაპოლში მიდიოდა!.."
უფროსი ელმასი, ჯევიტი,
პირველი ნაბიჯები და თურქეთი
ამის შემდეგ ჩვენი წერილის გმირი თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გრანდის, "ფენერბაჰჩეს" რიგებში ვიხილეთ. ის აქაც ორი სეზონით დარჩა. ელმასს სტატიკური მაჩვენებლები დიდად არ გაუუმჯობესებია, თუმცა მასში სამხრეთამერიკული ფეხბურთის ელემენტებს ხედავდნენ - ბურთის გრძნობა და მისი გაკონტროლების უნარი, ბრძოლისუნარიანობა, სპორტული აგრესია. ელიფი შორიდან დარტყმითაც გამოირჩევა.
როგორ აირჩიეს "ნაპოლი"?
ელიფის საფეხბურთო მენეჯერი იხსენებს: "სტამბოლში ვისხედით და ვარიანტებს განვიხილავდით. ამ დროს, მოულოდნელად, ზარი გაისმა და "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფეხბურთელთან პირადად გასაუბრებას ითხოვდა. შემდეგ ელიფმა თქვა, რომ ის ნეაპოლში მიდიოდა!.."
სანაკრებო წარმატებები
ელმასისთვის პირველი დილემა მაშინ იყო, როცა ფათიჰ თერიმმა თურქეთის ნაკრებში თამაში შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ელიფის პერიოდს ჩრდილომაკედონიის ნაკრების აღზევება დაერთო. ეს თემა ჩვენთვის მტკივნეულია, მათ ხომ ევროპირველობის საგზური თბილისში გამარჯვებით მოიპოვეს. ჩვენი ქვეყნის ნაკრებები ბოლო დროს ერთმანეთს საკმაოდ ხშირად უპირისპირდებიან.
ჩრდილომაკედონიელების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გერმანიის ნაკრების (2:1) დამარცხებაა. "ნაპოლის" უკვე ყოფილმა მე-7 ნომერმა იქ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ნაკრების ყოფილი თავკაცი ანგელოვსკი ამბობდა: "ელმასში საოცარი მაგია და ენერგიაა. მისი თამაში ყველას იზიდავს - თითოეულ ეპიზოდს შესანიშნავად კითხულობს, პასების ოსტატია და დამამთავრებელ ეპიზოდებში - ცივსისხლიანი".
როცა სასტარტოსთვის ემზადები...
სეზონის დასაწყისში, დაახლოებით მე-60 წუთისთვის, ელიფ ელმასის სათადარიგოთა სკამთან გამოჩენა იმას ნიშნავდა, რომ მოედანი "კვარას" უნდა დაეტოვებინა. შემდეგ ჩრდილომაკედონიელის შემოსვლის დრომ გადაიწია. ლუჩანო სპალეტი ელიფს სხვადასხვა პოზიციაზე განიხილავდა, მინდვრის ცენტრშიც და მარჯვენა ფლანგზეც. ელმასი ბევრ დროს ვერ იღებდა, მაგრამ შედეგიანად შემოდიოდა. მას და ხვიჩას, კონკურენციის მიუხედავად, მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.
ელიფს და-ძმა ჰყავს. ის დაოჯახებული არაა და არც მისი მეგობარი გოგოს შესახებ გავრცელებულა ინფორმაცია, როგორც ჩანს, პირადი ცხოვრების გასაჯაროება არ ხიბლავს. მისი ცხოვრება 24 წლის ასაკისთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა, რომელსაც სკუდეტოს მოპოვებაც დაემატა.
"ნაპოლი" ტრანსფერებში ერკვევა - კიმის სწრაფი ევროპული ადაპტაცია და ოჯახური იდილია