"ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის სამსახურით ევროპის ოთხი ტოპ-კლუბია დაინტერესებული, - იტყობინება Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.
ეს კლუბებია: "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", პსჟ და "მანჩესტერი", რომლებიც უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელს.
მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობაში ერლინ ჰოლანი და ხულიან ალვარესი ჰყავს, "სიტიმ" "ნაპოლის" ტრანსფერზე მიმართა. ნიგერიელის შეძენის სურვილი "ბაიერნსაც" ჰქონდა, მაგრამ იმ 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არაა, რომელსაც სავარაუდოდ ვიქტორში მოითხოვენ.
ამ სეზონში ოსიმენმა ყველა ტურნირზე 27 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.