"ვცდილობ, მას დავემსგავსო" - ოსიმენმა თავისი ფავორიტი ფორვარდი დაასახელა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც ზღაპრულ სეზონს ატარებს, თავისი ფავორიტი თავდამსხმელი დაასახელა:

"ჩემი კერპი დიდიე დროგბაა. როდესაც პატარა ვიყავი, მაშინ მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარდა. კოტდივუარელი მოედანზე წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდა.

ვცდილობ, მას დავემსგავსო და ეს ყოველთვის ასე მსურდა", - თქვა ოსიმენმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
არ ვიცი შეიძლება ვაჭარბებ. მე ამ სეზონში რასაც ვუყურებ ვიქტორს, დროგბაზე მეტია. დროგბამ ბევრი სეზონი ჩაატარა მაღალ დონეზე და შეიძლება ამიტომ იყოს გაცდა რომ დროგბა მეტი იყო ოსიმენზე.
G.LA
14:56 17-03-2023
6
ფეხბურთის ჩემსავით უძველეს გულშემატკივარს ავთო ჭკუასლის დროიდან მეგობრული შეკითხვა: - აბა გაიხსენეთ ის თამაში მოსკოვის ტორპედოსთან 1956წ 2 მაისს (30-ე სკოლაში მე-2 კლასელები დინამოს სტადიონზე თამაშის უფასოდ დასწრებით დაგვაჯილდოვეს): ავთომ 2 ბურთი გაიტანა და მოიგო პრიზიც - ო.... ....ი. რა იყო პრიზის სახელი?.
ფეხბურთის უძველესი გულშემატკივარი მხარს დამიჭერს ალბათ: -ჩვენში დარჩეს და სირცხვილია ავთო ჭკუასლის, დოდიკ ხუნდაძის, მ.ზაქარეიშვილის, ვახტანგ ქორიძის, ალიოშა და სერგო კოტრიკაძეების და რაც მთავარია ბორის პაიჭაძის ოდაბადე ჩოხატაურში დღეს წესიერი სტადიონიც კი არა აქვთ. იქნებ ბახმაროში მიმავალმა ტურისტმა ჩოხატაურში შეისვენოს და ბურთის გაგორება მოინდომოს შვეიცარიის მსგავს უნიკალურ ბუნებაში ჰა?????
ვაჟა მასწავლებელი
00:09 18-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული