"ვისი დამსახურებაა დღევანდელი გამარჯვება?" - რა თქვა სპალეტიმ "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს სერია A-ს 27-ე ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა, გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის თქმით, დღევანდელი გამარჯვება არა კონკრეტული ფეხბურთელის, არამედ მთელი გუნდის დამსახურებაა.

"რა თქმა უნდა, "კვარას" ქუსლით პასი, ოლივეირას შესანიშნავი ჩაწოდება და ოსიმენის ბრწყინვალე თამაში ყველამ იხილა. თუმცა, ვფიქრობ, რომ დღევანდელი გამარჯვება მთლიანი გუნდის დამსახურებაა. არ უნდა გამოგვრჩეს ანგისა, რომელიც ნახევარდაცვის ცენტრს ამაგრებს, ასევე ჯოვანი დი ლორენცო, კაპიტანი შესანიშნავი იყო. კიმი, რაჰმანი - მათ გამარჯვებულის
მენტალიტეტი აქვთ, ამიტომ კონკრეტულ მოთამაშეზე საუბარი სწორი არ იქნება" - განაცხადა სპალეტიმ Dazn-ის ეთერში.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში 71 ქულით პირველ ადგილზეა, "პარტენოპეი" მომდევნო მატჩს 2 აპრილს "მილანის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"მათი ცოცხლად ყურება შთამბეჭდავია" - რა თქვა "ტორინოს" მწვრთნელმა "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ

altროდესაც გუნდელის გატანილი გოლი საკუთარზე მეტად გიხარია - რა რეაქცია ჰქონდა კვარას ნდომბელეს გოლზე [PHOTO]

alt"ტორინოს" პირჯვარის გადაწერამაც არ უშველა - კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფრთხილად უნდა იყვნენ მილანთან ხვიჩა და ვიქტორი. არ იუხეშონ მილანელებმა. მე თუ მკითხავ ეს მატჩი 2 აპრილს არ უნდა ჩატარდეს. ლიგის მერე რომ გადაედოთ უფრო ლოგიკურია
დავით 67
00:10 21-03-2023
0
…როგორც მშობელი ისე უდგება მთელ გუნდს!!!
დათო
12:12 20-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული