მოშარდვა შუა თამაშის დროს - უცნაური ფაქტი და გაძევება იტალიაში

AutoSharing Option
უცნაური შემთხვევა მოხდა იტალიის სერია C-ში, სადაც "პიაჩენცამ" "ლეკოს" უმასპინძლა და 0:0 ითამაშა.

მოედანზე გამოსასვლელად სტუმართა 26 წლის ფორვარდი კრისტიან ლეკო ემზადებოდა, რომელსაც ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც სურდა.

ფეხბურთელი მიხვდა, რომ ამისთვის საჭირო ადგილას გასასვლელად დრო არ ჰქონდა, ამიტომ იქვე, მინდვრის გვერდით მოშარდა. 

ინციდენტის შესახებ მთავარ მსაჯს აცნობეს, რომელმაც ლეკო გააძევა და შესაბამისად, ის მოედანზე ვეღარ ვიხილეთ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფილმი - "ქვევრი" გამახსენდა. მა, რა ექნა კაცო? ხომ არ გასკდებოდა.
ჰაჰა
12:53 21-03-2023
1
მხოლოდ დედალი ცხენი ფსამს სირბილის დროს!
რეზო
15:51 21-03-2023
4

სიახლეები პოპულარული