"ლილის" 23 წლის თავდამსხმელი ტიმოთი ვეა შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს, - იტყობინება Calciomercato.
გამოცემის ცნობით, ტურინული კლუბი ვეას პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშის დროიდან აკვირდება და აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელის გარემოცვასთან წინასწარი მოლაპარაკებაც გამართა.
ვეას "ლილთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ფრანგული კლუბი, სავარაუდოდ, მის გაყიდვას შეეცდება. თავად ვეას კარიერის სხვა ჩემპიონატში გაგრძელება სურს.
ამ სეზონში ვეამ ლიგა 1-ის 19 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ლიბერიის პრეზიდენტის, ჯორჯ ვეას შვილია.