"ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სპალეტი "ნაპოლიდან" წავიდეს - Gazzetta "პარტენოპეის" მწვრთნელის მომავალზე

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ თუ "ნაპოლიმ" მიმდინარე სეზონში სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა ერთად მოიგო, შესაძლოა, ამ შემთხვევაში, ლუჩანო სპალეტიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო იუწყება, ასეთი ფაქტის შემთხვევაში, 64 წლის სპეციალისტს შესაძლოა, ახალი გამოწვევები მოუნდეს.

როგორც იცით, "პარტენოპეი" სერია A-ს დამაჯერებლად ლიდერობს და ჩემპიონობა თითქმის განაღდებული აქვს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი "ნაპოლის" მეტოქე "მილანი" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ მართლა ასე მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვან ფეხბურთელთან განშორება მოუწევს და თავიდან ძლიერი გუნდის გაკეთება შეუძლებელია.
ჩემი აზრით
24 მარტი 2023 18:38
2
შენ ალბათ არ ხარ ჩახედული სპალეტის სამწვრთნელო ბიოგრაფიაში და ეგეთ დასკვნებს ნუ აკეთებ,,მინდა გითხრა რო სპალეტის ყოველთვის უჭირდა აქამდე გუნდში მეორე მესამე სეზონის ჩატარება,,ყველა მისი გუნდი სადაც აქამდე უმუშავია პირველი მეორე სეზონი როცა კარგი ქონდა 3-4 სეზონი უვარდებოდა იგივე გუნდი თუ ყავდა,,მას გაცილებით კარგად გამოსდის ახალი გუნდის აწყობა ვიდრე ერთი და იგივე გუნდით სტაბილურად თამაში,,გადახედე მის ისტორიას და ნახავ ინტერშიც რომაშიც და ყველგან სადაც უმუშავია თავიდან სანამ გუნდის აქყობის პროცესშია ყველაფერი კარგად მისდის და აწყობილი გუნდით უკვე 3-4 წლის მერე ერევა ყოველთვის გუნდი
შენი აზრით
25 მარტი 2023 09:47
0
ოღონდ ეგ მოხდეს და თუგინდა ზენიტში დაბრუნდეს ისევ. ისე სერიოზულად ლიგაზე ფინალი მაინც რო დადოს ნაპოლიმ უდიდესი მიღწევა იქნება მაგრამ მადა ჭამაში მოდის, წარმოდგენაც არმინდა რამიხდება ლიგა ნაპოლიმ რო დადოს ეგ იქნება ფეხბურთის ჩვეულებრივი რევოლუცია და ამოყირავება ღმერთმა ქნას ეგ მოხდეს, მაგრამ სკუდეტოც უდიდესი წარმატებაა ხვიჩასთვის. ღმერთმა მისცეს ძალა რო ლიგაზე იბზრიალოს თავის სტილში
ქართველი
24 მარტი 2023 16:03
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული