მილიონები და ბონუსები - სპალეტი ამ შეთავაზებაზე დე ლაურენტისს უარს ვერ ეტყვის

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უნდა მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან თანამშრომლობა გააგრძელოს და ამ მიზნით ხელფასის მომატებასაც დაჰპირდება, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".

არავის ეგონა, თუ ნეაპოლური გუნდი ამ სეზონში ესოდენ წარმატებულად იასპარეზებდა და დე ლაურენტისის სურვილი სპალეტი გუნდში დატოვოს, გასაკვირი სულაც არ არის. ლუჩანოს კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და დე ლაურენტისმა მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უკვე დაიწყო ზრუნვა.

შეთანხმების თანახმად კლუბს უფლება აქვს ოფციით ისარგებლოს და კონტრაქტი ერთი სეზონით ავტომატურად გაუგრძელოს, მაგრამ ლაურენტისი უკეთეს პირობებს შესთავაზებს. კერძოდ, ხელშეკრულების ორი წლით გაგრძელებას
და ანაზღაურების 4 მილიონ ევრომდე გაზრდას, პლუს ბონუსებს. გამოცემის მტკიცებით, მხარეები მალე შემოუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას და ალბათ, შეთანხმებასაც მიაღწევენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იღბალის მომენტიც არის.ოსიმენი საუკეთესო სეზონს ატარებს, ხვიჩა ღმერთმა აჩუქა და კიმ ჩიმ წელს სასწაულად მოუმატა.ხოლო ტაქტიკა არ ესწავლება
ასე ეს
13:08 25-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული