"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ამ სეზონში მაღალი შედეგიანობის გამო უკვე ორი ბონუსი მიიღო.
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, პირველი ბონუსი, 130 ათასი ევრო, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაზე მე-20 გოლის გატანის შემდეგ გამოიმუშავა, ხოლო ამდენივე - ყველა ტურნირზე 25-ე გოლის გატანისათვის. როგორც ჩანს, ნიგერიელი მალე კიდევ 130 ათასით გამდიდრდება, როდესაც სეზონში 30-ედ დალაშქრავს მეტოქეთა კარს.
ვიქტორის ანგარიშზე ამ სეზონში 29 მატჩში 25 გოლია, მათ შორის იტალიის ჩემპიონატზე 23 შეხვედრაში - 21.
ოსიმენი "ნაპოლიმ" 2020 წლის ზაფხულში "ლილისგან" 75 მილიონად შეიძინა და კონტრაქტი
2025 წლამდე გაუფორმა.