41 წლის ფეხბურთელს ექიმები აკვირდებიან და ცდილობენ, რომ ვეტერანი შვედი მალე ჩააყენონ მწყობრში, მაგრამ ყველაფერი უშუალოდ 2 აპრილს გადაწყდება.
როგორც იცით, სწორედ ამ დღით "როსონერი" Stadio Diego Armando Maradona-ზე სერია A-ს 28-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც შეხვდებიან. დიდი ალბათობით, საკლუბო დონეზე ხვიჩა-ზლატანის პირველი სერია არ შედგება, მაგრამ გუნდებს წინ კიდევ 2 დაპირისპირება აქვთ...