ოსიმენმა ტრავმა მიიღო - უცნობია, ვიქტორი ჩემპიონთა ლიგისთვის თუ მოახერხებს დაბრუნებას

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" ნიგერიელმა შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა საზარდულის ტრავმა მიიღო.

სერია A-ს ბომბარდირი 2 აპრილს "მილანთან" მატჩს გამოტოვებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაზე ვიქტორის შესაძლო დაბრუნებას, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

რა თქმა უნდა, "პარტენოპეის" ქომაგებისთვის ეს სიახლე დასანანია, რადგან მეოთხედფინალური შეხვედრები გუნდს კარს მოადგა. შეგახსენებთ, ლიგაზე "ნაპოლი" "მილანს" 12 ("სან სიროზე") და 18 აპრილს (მარადონას სახელობის მოედანზე) შეხვდება.

რაც შეეხება სერია A-ს აღნიშნულ მატჩს, შეხვედრა 2 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მომზადებულია onefootball-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 24 /
ხვალ ხვიჩას სურდო აღმოაჩნდება და გამოტოვებს ამ სახიფათო თამაშს.სასწორზე ჩ.ლ-ს ფინალი დევს და არ გამოვრიცხავ მილანის მაფიოზები რამე მზაკვრობას არ ჩაიდენენ.რომ დაამტვრიონ ხვიჩა მერე გვიან იქნება წუხილი.
ზოგიერთი უტვინოს გასაგებად
11:45 01-04-2023
1
გუნდს ჩემპიონობა განაღდებული აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს.ჭკვიანურად იქცევიან.მეტოქის მწვრთნელს საფიქრალი მოემატა,მშვიდად ვერ იქნება და როცა მშვიდად ვერ ხარ შევდომასაც უშვებ.ისე ჩემი პროგნოზი თუ ვინმეს აინტერესებს-ხვიჩა ისეთ იღბლიან ვარსკვლავზე მივიდა გუნდში,რომ რაღაც გრანდიოზული მოხდება.ფინალიც კი უდიდესი წარმატება იქნება.
ენძო
08:36 01-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული