ოსიმენმა ტრავმა მიიღო - უცნობია, ვიქტორი ჩემპიონთა ლიგისთვის თუ მოახერხებს დაბრუნებას

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" ნიგერიელმა შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა საზარდულის ტრავმა მიიღო.

სერია A-ს ბომბარდირი 2 აპრილს "მილანთან" მატჩს გამოტოვებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაზე ვიქტორის შესაძლო დაბრუნებას, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

რა თქმა უნდა, "პარტენოპეის" ქომაგებისთვის ეს სიახლე დასანანია, რადგან მეოთხედფინალური შეხვედრები გუნდს კარს მოადგა. შეგახსენებთ, ლიგაზე "ნაპოლი" "მილანს" 12 ("სან სიროზე") და 18 აპრილს (მარადონას სახელობის მოედანზე) შეხვდება.

რაც შეეხება სერია A-ს აღნიშნულ მატჩს, შეხვედრა 2 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მომზადებულია onefootball-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 24 /
ეხლა ვნახავთ ფაქტიურად მომავალი წლის ნაპოლის
gia
31 მარტი 2023 19:53
0
ამ სეზონზე აქამდეც არაერთხელ გვინახია
MARGALONA
31 მარტი 2023 22:38
1
ეს თამაში რომც წააგოს ნაპოლიმ და თავი გაიგიჟოს მილანმა, მაინც არაფერი შეიცვლება. ნაპოლის მოგების შემთხვევაში თავდაჯერებულობა მოემატება უბრალოდ და ეგ არის.
კვარას ნებისმიერი უგოლო თამაში მაინც ჩავარდნად ეთვლება, იმხელაა მოლოდინები, არც მიკვირს ეგ.
მილანის ლამაზი ფეხბურთი მე არ მინახავს, ალბათ როგორც წინა თამაშზე უვარდებოდნენ კვარას ფეხებში და ეუხეშებოდნენ ისე იქნება.
.
31 მარტი 2023 18:40
2
Milans ar unda waego is tamashi tu uyure mixvdebodi,rac sheexeba kvaras rac mets gaitans meti moxvdeba egaa varskvlavebis xvedri.. kvaras warmateba
L.J .
31 მარტი 2023 19:40
2
2-ში ოსიმენის გარეშე გახევენ და 12-ში ოსიმენთან ერთად.
ზ.ვ.
31 მარტი 2023 20:21
4
2 აპრილს რასპადორი დაბრუნდება ტრავმის შემდეგ და გაიტანს. ხვიჩა უფრო გამოკვეთილი ლიდერი იქნება ოსიმენის გარეშე.
ქ. გ.
31 მარტი 2023 17:00
2
სიმეონე ჩაანაცვლებს დიდებულად
31 მარტი 2023 16:23
2
მილანს აქვე უნდა დაანახონ რო ლიგაზე უშანსოდ წააგებს. ფსიქოლოგია ბევრს ნიშნავს
არა რუსეთს
31 მარტი 2023 19:51
1
ოსიმ თუ არ ითამაშა დიდი დანაკლისი იქნება, მაგარ ფორმაშია ძალია1
მეგრელი
31 მარტი 2023 17:14
3
ტაქტიკური სვლა მგონია ნაპოლის მხრიდან,.ბოლოს ოსიმენმა ნიგერიის ნაკრებში 4 დღის წინ ითამაშა და ეხლა აცხადებენ რომ თურმე ტრამვირებულია?
giorgi 3
31 მარტი 2023 18:38
5
მილანის ფანებმა დაიწყეს, ახლა ნაპოლის წაგების მერე გასასამართლებელი საბუთი ექნება, ოსიმენი არ გვყავდაო. ვითომ თვითონ არ წაიღეს ტვინი ლეაო რომ არ ჰყავდათ წინაზე
!!
31 მარტი 2023 18:10
3
უფრო სპალეტის მიერ დაგეგმილი ტაქტიკური ქცევა მგონია.
მინდა, რომ რეალური მიზეზი ეს იყოს და შესაძლოა, იმიტომ ვფიქრობ ასე. :)
გოგია
31 მარტი 2023 16:41
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული