სპალეტის და მალდინის კონფლიქტი გვირაბში - ლუჩანომ მარცხის მთავარ მიზეზზე ისაუბრა

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტი" იტყობინება, რომ "მილანთან" წაგებული მატჩის (0:4) შესვენებაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ რაფაელ ლეაოს გვირაბში უთხრა, რომ გოლის აღნიშვნა ასეთი ჟესტით არ შეიძლებოდა. საუბარში "როსონერის" ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ჩაერია და სპალეტის მიმართა: "ლუჩანო, რამ გაგაღიზიანა? სკუდეტო მოგებული გაქვს, რაღა გინდა?"

სპალეტიმ თქვა, რომ მალდინი ხელებს იქნევდა და უპატივცემულოდ მოექცა, რაც არ მოეწონა. მან მარცხის მიზეზი ახსნა:

"დაღლილობას შეეძლო ჩვენზე ემოქმედა, ბევრი ფეხბურთელი ნაკრებზე ძალიან ზრუნავს და მთელ ძალებს ახარჯავენ. ამასთან, მრავალი რამ თავად მატჩებზეა დამოკიდებული, მგზავრობაზე. ფეხბურთელები
ცოტა დაღლილები ბრუნდებიან, მაგრამ "მილანიც" იმავე სიტუაციაშია.

ნაწილობრივ საქმე დაღლილობაშია, ნაწილობრივ - მეტოქის კარგ თამაშში. ჩვენ კი ჩვენს ჩვეულ დონეზე ვერ ვიასპარეზეთ.

სანაკრებო პაუზისას ცოტა არ გაგვიმართლა, ოლივეირა ტრავმირებული დაგვიბრუნდა, ოსიმენი... ახლა ჩემპიონთა ლიგისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. ზოგი დაიწყებს ლაპარაკს, რომ ჩვენთვის კენჭისყრა უიღბლო იყო. ვიღაცას ეგონა, სუსტი მოწინააღმდეგე შეგვხვდა. თუმცა ეს ასე არაა. ვიზავის კარგი პერიოდი არ ჰქონდა, მაგრამ ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგა ყველაფერს ცვლის. ასეთ შეხვედრებში ძნელია ვინმეს მოძებნა, რომელიც ბოლომდე რ იხარჯება. იმედია, დღევანდელი თამაშის შემდეგ ასე მხოლოდ მე არ ვიფიქრებ".

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში

alt"დღეს ლეაომ აჯობა" - იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩასა და პორტუგალიელის დუელზე ისაუბრა

altცივი შხაპი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებამდე - "ნაპოლი" "მილანთან" განადგურდა [VIDEO]

alt"უნდა დამშვიდდე" - სპალეტი ხვიჩას გაუბრაზდა

alt0:4 - "ნაპოლი" საკუთარ კედლებში "მილანთან" ნადგურდება [VIDEO]

altრაფაელ ლეაოს დუბლი - "მილანი" "ნაპოლის" დიდი სხვაობით ამარცხებს [VIDEO]

alt"ჩემპიონები ჩვენ ვართ და არა "ნაპოლი" - ჟირუმ "პარტენოპეის" ქომაგები გააბრაზა [PHOTO]

altარამხოლოდ კიაერი, ყველა მოგვატყუა - ინტერის ყოფილი მწვრთნელი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულია [VIDEO]

alt0:2 - "ნაპოლი" "მილანთან" უშანსოდ მარცხდება [VIDEO]

alt0:2 - "ნაპოლი" "მილანთან" უშანსოდ მარცხდება [VIDEO]

altდიასის ბრწყინვალე გარღვევა და ლეაოს გოლი - "მილანი" ნეაპოლში დაწინაურდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოჩაღ, მილანი! მაგრად ითამაშეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს! ფორმებიც ლამაზები ეცვათ (რაც ძალიან მნიშვნელოვანია განწყობისათვის)
მილანის ფანი!
14:32 03-04-2023
10
დადებითიც, რომ დავინახოთ ამ წაგებიდან- 1. ლიგის თამაშებზე ფავორიტის სტატუსი ნაპოლისთვის დამატებითი წნეხი იყო და ალბათ ეხლა ამისგან განთავისუფლდა. 2. ნაპოლის, მილანთან ოსიმენთან ერთად არ უთამაშია და ამიტომ ოსიმენი მილანისთვის ახალი ხილი იქნება და შეიძლება კუჭიც აუშალოს:) 3. ასეთმა იოლმა გამარჯვებამ, შეიძლება ცუდად იმოქმედოს მილანის ფეხბურთელებზე, ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო ცრუ ილუზია შეექმნათ თავიანთ შესაძლებლობებზე. ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნაპოლი ლიგაზე სულ სხვა შემართებით ითამაშებს.
irakli81
13:50 03-04-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული