"ასეთი გარემო საერთოდ არ გვეხმარება, როდის დაბრუნდება ოსიმენი?" - რა თქვა სპალეტიმ "ლეჩესთან" მატჩამდე

AutoSharing Option
ხვალ, 7 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე, სერია A-ს 29-ე ტურში, "ნაპოლი" "ლეჩეს" ესტუმრება. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციებზე სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა, ვიქტორ ოსიმენმა "მილანის" წინააღმდეგ ითამაშოს.

"ვიცი, რომ სკუდეტო ჯერ არ მოგვიგია. ამის შესახებ გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმე ჯერ არ დაგვისრულებია. მღელვარება და მოლოდინები გუნდის ირგვლივ? ეს საერთოდ არ გვეხმარება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სეზონი წარმატებულად დავასრულოთ.

გულშემატკივრების გარეშე წარმატებაზე ფიქრიც არ ღირს, თუმცა ქომაგების კატეგორია, რომლებიც
ტრიბუნებზე პრობლემებს ქმნიან, სახლში უნდა დარჩნენ.

რამდენიმე ფეხბურთელი ვარჯიშზე განსაკუთრებით მომეწონა. ვაღიარებ, ასეთი ტექნიკური გუნდი არასდროს გამიწვრთვნია. რაც შეეხება ოსიმენს, "ლეჩეს" წინააღმდეგ მისი თამაში გამორიცხულია. არსებობს შანსი, რომ "მილანთან" დაგვეხმაროს. შემადგენლობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებებს ხვალ მივიღებ.

"ლეჩესთან" 3 ქულის მოპოვება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. წარმატების მისაღწევად საჭიროა, ფეხბურთელებმა თავდაუზოგავად იშრომონ და რაც შეიძლება ბევრი ირბინონ. გუნდური სულისკვეთების ხარჯზე გამარჯვების მოპოვება უფრო გაგვიადვილდება" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 71 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ "ლაციოს" კი 16 ქულით უსწრებს.

altდიდებული ადამიანი - მიუხედავად უამინდობისა, სპალეტიმ ქომაგებს გული არ დასწყვიტა, ასეთ მხიარულ ლუჩანოს იშვიათად ნახავთ [VIDEO]

altსპალეტი "ლეჩესთან" მატჩის წინ შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს


მკითხველის კომენტარები / 2 /
Xval unda moigos napolim uechveli,rom xasiati da tavdajereba daibrunos!!!
L.J .
15:49 06-04-2023
2
ოსიმენი მაგრად გვჭირდება.მის და ხვიჩას დუეტს მილანი ვერ გააჩერებს.დაცვამაც ძველებურად უნდა ითამაშოს.
ამაშია საქმე
15:31 06-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული