"ინტერს" "ნაპოლიზე" ძლიერი მოთამაშეები ჰყავს" - "სალერნიტანას" მწვრთნელი "ნერაძურის" უფრთხის

AutoSharing Option
დღეს, 7 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე, სერია A-ს 29-ე ტურში "სალერნიტანა" "ინტერს" შეხვდება. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა პაულო სოუსამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ინტერს" სერია A-ში ყველაზე ძლიერი მოთამაშეები ჰყავს.

"ცხადია, ყველაზე დიდი ყურადღება "ინტერის" შემტევების განეიტრალებას უნდა დავუთმოთ. თავდაჯერებულები და მონდომებულები უნდა ვიყოთ, რადგან ვხვდებით გუნდს, რომელსაც სერია A-ში ინდივიდუალურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, ვფიქრობ, "ნაპოლიზე" ძლიერიც.

წარმატების მისაღწევად იღბალიც დაგვჭირდება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირველივე წუთებიდან კარგად ვითამაშებთ" - განაცხადა სოუსამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხვიჩაზე და ოსიმენზე ძლიერი ფეხბურთელები იქნებ ჩამოგეთვალა.
ამაშია საქმე
12:11 07-04-2023
0
სალერნიტანაა ეგ, არა ფროზინონე.
გოგია
11:21 07-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული