დღეს "მარადონაზე" საგიჟეთი იქნება - დე ლაურენტისმა დაცვაზე უარი თქვა და ულტრასებთან ზავი დადო

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფანებს კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ და მის გამო უკანასკნელ ხანს გუნდს სათანადოდ არ უჭერენ მხარს. მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ თუ "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩისასაც არ იქნება საჭირო მხარდაჭერა, სათადარიგოთა სკამს დატოვებს და სახლში წავა.

ერთი სიტყვით, რბილად რომ ვთქვათ, რთული ვითარებაა და internapoli TeleClub Italia-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დე ლაურენტისის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, რათა ულტრასების მხრიდან თავდასხმა გამოირიცხოს. ამისთვის პრეფექტურის შესაბამისმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტი სტადიონამდე სპეციალური ესკორტით მიაცილონ და არენაზე
დაცვა მიუჩინონ.

დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ უცენზურო შეტყობინებებს უგზავნიან, განავალს უწოდებენ, მოკვლით ემუქრებიან, მაგრამ ის თავისუფალი ადამიანია, ქალაქში დაცვის გარეშე მარტო გადაადგილდება, არავისი არ ეშინია, კომპრომისზე არ წავა, რამეთუ არავის წინაშე თავს დამნაშავედ არ გრძნობს, მშვიდად იძინებს, ყველაფერს ივიწყებს და თუ ხვალ გარდაიცვლება, ამ ქვეყნიდან პირნათელი და საკუთარ სინდისთან პრობლემების გარეშე წავა.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, მან ულტრასებთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, არენაზე დაფდაფების, დიდი დროშების და ბანერების შეტანის უფლება დართო, ჯერ ბილეთების ფასების დაკლებაზე თანახმა არაა, თუმცა დროებითი ზავი მიღწეულია და დღეს "ვერონასთან" მატჩისას "დიეგო მარადონაზე" "ნაპოლის" ჩვეულად უქომაგებენ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
იტალიაში დღემდე გამოწვევად რჩება ეკონომიკური დოვლათის გადანაწილება ქვეყნის ყველა რეგიონზე თანაბრად, მაგალითად დღემდე კატასტროფული სხვაობაა სამხრეთ რეგიონებს კალაბრია, კამპანია, აპულია, ბაზილიკატა, კუნძულ სიცილიასა და ცენტრალურ და ჩრდილოეთ იტალიის რეგიონების შემოსავლებს შორის. მარტივად თუ ჩრდილოეთ იტალიაში საშუალო ფენა არის 65/70 პროცენტი სამხრეთ რეგიონებში მონაცემები მკვეთრად ეცემა და ოდენ 40/45 პროცენტს შეადგენს. ნაპოლი ერთი იმით ქაჩავს რო დიდი ქალაქია დაახლოებით თბილისზე ოდნავ დიდი მოსახლეობით მაგრამ მაგალითად მილანთან შედარებით ის აფრიკის ეკონომიკაა. ამიტომ წუწკ დელაურეტისს ბილეთზე ფასების მკვეთრი აწევით მარტივად არ გაუვა ეს მერჩენთული ფანდები ისედაც ხელმომჭირნე ნეაპოლში.
Charley
14:20 15-04-2023
2
Მილანის და ნეაპოლის მოსახლეობის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება, ნეაპოლი ღარიბი რეგიონია,შესაბამისად ვერ ყიდულობ ს ხალხი ნეაპოლში ბილეთებს, ძალიან გააძვირეს...
Დათო
12:48 15-04-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული