რჩება თუ მიდის? - დე ლაურენტისმა ოსიმენზე ფასი გაზარდა და ამით მის შენარჩუნებას ცდილობს?

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა გაზარდა და ახლა ის უკვე 150 მილიონ ევროს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიგერიელს თავად "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის ვარიანტი ხიბლავს, თუმცა "პარტენოპეიში" დარჩენაზეც ფიქრობს.

დე ლაურენტისს კი თავად სურს, რომ ფეხბურთელი და მისი გარემოცვა ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე დაიყოლიოს.

სათქმელია ისიც, რომ თუ რომელიმე გუნდი ოსიმენის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს გადაიხდის, ის მსოფლიო ისტორიაში მესამე ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გახდება.

ინფორმაციისთვის, პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე
ნეიმარია, რომლის სანაცვლოდაც პსჟ-მა 222 მილიონი ევრო გაიღო; მეორე პოზიციაზე კი კილიან მბაპეა, აქაც საქმეში პარიზული გუნდი ფიგურირებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
უეჭველი გაყიდის თუ გადაიხადეს, შენარჩუნება ბლეფია გულშემატკივრების გულის მოსაგებად ვითომ.
მამუკა
18:56 21-04-2023
0
ღმერთმა არ ქნას რომ წავიდეს.როგორც გამოჩნდა ოსიმენის გარეშე ხვიჩას მაგრად უჭირს.
თემო
12:42 21-04-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული