მას შემდეგ, რაც "იუვენტუსს" სერია A-ში ჩამორთმეული 15 ქულა დაუბრუნეს, მესამე ადგილზე დამკვიდრდა და "რომა" მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა. ამის შესახებ ირონიული კომენტარი რომაული გუნდის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა.
"მათ ქულები სამი თვის წინ დაუბრუნეს. მე იტალიაში ოთხი წელი გავატარე და არა ოთხი დღე", - განაცხადა პორტუგალიელმა DAZN-ის ეთერში.
"რომა" და "იუვენტუსი" ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ და არაა გამორიცხული, ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ.
"რომა" და "იუვენტუსი" ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ და არაა გამორიცხული, ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ.