სერია A-ს 31-ე ტურში "ლაციო" მოულოდნელად სახლში "ტორინოსთან" 0:1 დამარცხდა და ლიდერ "ნაპოლისთან" 14-ქულიანი ჩამორჩენა ვერ შეამცირა.
"ლაციომ" აქამდე ბოლო 8 ტურში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, 22 ქულა მოიპოვა და საშუალო დონის ტურინულ გუნდთან ფავორიტად მიიჩნეოდა. უნდა ითქვას, "ტორინო" "ლაციოსთვის" მეტად უხერხული მეტოქეა, რომში გასული 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დათმო და ოთხჯერ ფრეს მიაღწია, ამჯერად კი მოუგო კიდეც - მოუგო შვიდი წლის შემდეგ პირველად.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ჩირო იმობილე, რომელიც 16 აპრილს ავტოავარიაში მოჰყვა, გამოჯანმრთელდა, 54-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თუმცა
თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.
გამარჯვების გოლი 43-ე წუთზე სერბმა ნახევარმცველმა ივან ილიჩმა გაიტანა.