მარცხენაფლენგელი გარემარბის, მიხეილ მესხის თამაში უნდა ენახა და ხვიჩასი აღარ გაუკვირდებოდა. დრიბლინგით ქართულ ფეხბურთს ვერ გააკვირვებ მაგრამ მესხს განსაკუთრებული მიღწევები ჰქონდა ჩვენს ფეხბურთში. დავიწყოთ იქიდან რომ არსებობს 'მესხის ფინტი'. ასევე, საბჭოთა ფეხბურთის ყველაზე დიდი მიღწევაში, 1960 წელს ევროპის თასის მოპოვებაში, უშუალო წვილი აქვს შეტანილი-- მარცხნიდან ჩაწოდებული ბურთი ზედ თავზე დაასვა პონედელნიკს, როგორც იცოდა ხოლმე, რაც გამარჯვების გოლი აღმოჩნდა. მხოლოდ ორ ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა მიწვევა მსოფლიო ნაკრებში, მესხს და ყიფიანს. ყიფიანმა ითამაშა, მესხმა ვერა, რადგან არც იცოდა ამის შესახებ არაფერი. რუსებმა ფიფას მესხზე უარი შეუთვალერს, მთლად ჯანზე ვერ არისო, და იაშჩინი შესთავაზეს სანაცვლოდ. 6 ჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო მარცხენა გარემარბად. კიდევ შეიძლებოდა ჩამოთვლა ფაქტების (მაგ, https://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/58358-mikheil-meskhi-argentinashi-legenda-da-realoba-video.html?orderBy=0&all=1&add_new=0&reply=0#comments) მაგრამ ესაც საკმარისია იმის საჩევენებლად რომ ხვიჩა საუკთესო ტრადიციებს აგრძელებს ჩვენს ფეხბურთში და აქვს რეალური შანსი პაიჭაძის, მესხის და ყიფიანის გვერდით ჩაწეროს თავისი სახელი და გვარი.