"რომას" თავდამსხმელმა პაულო დიბალამ განმარტა, როგორ მოიგონა გოლის თავის საფირმო სტილში აღნიშვნა.
"ეს ისტორია აქ, კოლიზეუმში დაიწყო. ბავშვობაში რომზე ბევრ ფილმს ვუყურებდი, ამ ქალაქზე, გლადიატორებზე. ფილმი "გლადიატორი", ალბათ, დაახლოებით 20-ჯერ ვნახე.
ჩემს კარიერაში მძიმე მომენტის შემდეგ, როდესაც როგორღაც სიტუაციიდან გამოსვლა მომიწია, ეს აღნიშვნა მოვიგონე. ხალხს მაშინვე მოეწონა და ამიტომ ამის გაკეთებას ვაგრძელებ", - განაცხადა დიბალამ DAZN-თან ინტერვიუში.