ბარის (ქალაქი იტალიაში) მერმა ანტონიო დეკარომ Corriere del Mezzogiorno-სთან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა:
"მორაკიოლი (ფეხბურთელი) ყველანაირ მოლოდინს ამართლებს. ბოლო პერიოდში კარგად თამაშობს, მოედანზე ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებს, ბურთზე იბრძვის, ატყუებს მოწინააღმდეგეებს, ის ჩვენი კვარაცხელიაა".
"ბარი" მეორე ლიგაში გამოდის, 60 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და უმაღლეს იტალიურ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის (მეორეადგილოსან "ჯენოას" 60 ქულა აქვს, ლიდერ "ფროზინონეს" კი - 68).
რაც შეეხება მორაკიოლის, 23 წლის ფეხბურთელმა ბოლო 3 შეხვედრაში თავი 1 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია Tuttomercatoweb-ის მიხედვით