"რონალდოს ვუთხარი, რომ ბავშვობაში მძულდა" - დიბალამ "იუვენტუსში" გადამხდარი ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
"რომას" შემტევმა პაულო დიბალამ DAZN-თან ინტერვიუში კრიშტიანო რონალდოსთან გადამხდარი საინტერესო ისტორია გაიხსენა.

როგორც იცით, არგენტინელი და პორტუგალიელი 3 წლის განმავლობაში ერთად ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავდნენ.

"ტურინში კრიშტიანოსთან ერთად სამი კარგი წელი გავატარეთ. გუნდი ძლიერი იყო და ის შესანიშნავად გვავსებდა. მასსა და მესის შორის დაპირისპირება არგენტინაში მძაფრად იგრძნობა და ბავშვობაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ლეოს მხარეზე ვიყავი.

ერთხელ თვითმფრინავით ვმგზავრობდით - მე უკან ვიჯექი, ის კი ცოტა წინ იყო. რაღაც მომენტში ის მოვიდა ჩემთან ფეხბურთსა და სხვა საკითხებზე სასაუბროდ.

დავიწყეთ ზოგადად
ცხოვრებაზე ლაპარაკი და ვუთხარი, რომ ის ბავშვობაში მძულდა, რაზედაც ერთად ვიცინეთ. მე და რონალდოს ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა", - იხსენებს დიბალა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც სასაცილოა რომელიმე მათგანის გულშემატკივარი იყო და რომელიმე მათგანი გძულდეს. ეს ბავშვებს ან უაზრო სექტანეტბს მოსდით თავში, რომელიმე მათგანი გძულდეს. ორივეს ძალიან ვაფასებ და მიყვარდა მათი დაპირეისპირებაც.
G.LA
15:12 27-04-2023
0

სიახლეები პოპულარული