მოგეხსენებათ, "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს.
აღნიშნულ ფაქტს ენრიკო ფედელე Radio Marte-ს პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა:
"ვეთანხმები თუ არა მატჩის გადადებას? სინამდვილეში ისე დავტოვებდი, როგორც არის. ნეაპოლში ამ შეხვედრაზე დასასწრებად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გულშემატკივრები ჩამოდიან. მათ დაჯავშნეს თვითმფრინავის ბილეთები, სასტუმროები... შეხვედრის გადადება კი ამ მხრივ დიდ აურზაურს გამოიწვევს. რა თქმა უნდა, იტალიაში ვართ, ამ ქვეყანაში ხომ შეუძლებელიც შესაძლებელია. ვნახოთ რა როგორ იქნება" - განაცხადა ფედელემ.
"პარტენოპეისა" და "სალერნიტანას" შეხვედრა 29 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზეა დაგეგმილი.
მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით