"ჩვენ იტალიაში ვართ და აქ შეუძლებელიც შესაძლებელია" - ფედელე "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩის შესაძლო გადადებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს.

აღნიშნულ ფაქტს ენრიკო ფედელე Radio Marte-ს პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა:

"ვეთანხმები თუ არა მატჩის გადადებას? სინამდვილეში ისე დავტოვებდი, როგორც არის. ნეაპოლში ამ შეხვედრაზე დასასწრებად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გულშემატკივრები ჩამოდიან. მათ დაჯავშნეს თვითმფრინავის ბილეთები, სასტუმროები... შეხვედრის გადადება კი ამ მხრივ დიდ აურზაურს გამოიწვევს. რა თქმა უნდა, იტალიაში ვართ, ამ ქვეყანაში ხომ შეუძლებელიც შესაძლებელია. ვნახოთ რა როგორ იქნება" - განაცხადა ფედელემ.

"პარტენოპეისა" და "სალერნიტანას" შეხვედრა 29 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზეა დაგეგმილი.

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მსოფლიოს,კოვიდი შეეყარა,მოუშორებელ ჭირად,სპორტალ ჯეს კი:-ფედელე!
სოსო
18:28 27-04-2023
2
ხალხი თუ ჩამოდის სალერნიტანას ნახვა კი არ უნდათ, ჩემპიონობის ასაღნიშნავი ზეიმი და გადარეული გულშემატკივრებთან გახარება უნდათ. დატოვებდა ეს იმიტომ რომ უაზრო კაცია და ხშირად ბოდავს. ბრავო იტალიის ფეხბურთის ფედერაციას სწორი გადაწყვეტილებაა.
G.LA
18:59 27-04-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული