"ნაპოლის" რიგებიდან მხოლოდ ხვიჩამ შეძლო - სპალეტის გუნდი წინა წელს ამ სტატისტიკაში პირველი იყო, დღეს ბოლოა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, თანამედროვე ფეხბურთში ყველანაირი დეტალი აითვლება.

იტალიური მედია საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს: "ნაპოლიმ" ამ სეზონში საჯარიმოს გარედან მხოლოდ და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ისიც ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცასთან". ჯამში, ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა მეტოქის კარის აღება ხაზის გარედან 156-ჯერ სცადეს და არ გამოუვიდათ.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში "პარტენოპეი" აღნიშნულ სტატისტიკაში 1-ელ პოზიციას იკავებდა, ნეაპოლელებმა 228 მცდელობიდან 13 გოლი გაიტანეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
და კიდევ ჯარიმაც არ გაუტანიათ- როცა მაინც ნული აქვთ და ვერ იტანენ, რატომ არ აძლევენ საშუალებას ხვიჩას რო დაარტყას ხშირად... რაღაცეებში სხიდავს სპალეტი...
ბათუმი
28 აპრილი 2023 18:37
1
კიდე მეტს დაარტყამდა ხვიჩა საჯარიმოს გარედან და გაიტანდა კიდეც, მარა სპალეტი უკრძალავს სულ პასი აკერია პირზე.
ეეე
27 აპრილი 2023 20:13
2
ეს კაცი გოლის გამტანებზე ისე არ გამოხატავს ხოლმე აღფრთოვანებას, როგორც პასის გამკეთებლებზე. ბოლო მატჩში გადამწყვეტი გოლის ავტორ, რასპადორიზე კი არ გააკეთა აქცენტი, არამედ პასის გაკეთებისათვის ელმასს თავისი თვალის სინათლე უწოდა. პირდაპირ, აფანატებს ასისტებზე.
ამი
28 აპრილი 2023 09:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული