მოგეხსენებათ, თანამედროვე ფეხბურთში ყველანაირი დეტალი აითვლება.
იტალიური მედია საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს: "ნაპოლიმ" ამ სეზონში საჯარიმოს გარედან მხოლოდ და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ისიც ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცასთან". ჯამში, ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა მეტოქის კარის აღება ხაზის გარედან 156-ჯერ სცადეს და არ გამოუვიდათ.
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში "პარტენოპეი" აღნიშნულ სტატისტიკაში 1-ელ პოზიციას იკავებდა, ნეაპოლელებმა 228 მცდელობიდან 13 გოლი გაიტანეს.