ნეაპოლსა და მის გარეუბნებში "ნაპოლის" მიმართ პატივისცემისა და აღფრთოვანების მთელი რიგი რიტუალები სრულდება, ზოგიერთი, ცოტა არ იყოს, უცნაური. სკუდეტოს მოპოვებამდე რამდენიმე დღით ადრე კაზ ნუევოს რაიონში ერთმა გულშემატკივარმა პატარა სასაფლაო გააკეთა და კედელზე ბანერი გამოფინა, რომელზეც დაწერა:
"მთელი იტალიის საშინელი ტკივილი: ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ჯვარს გაცვით". ჯვრებზე სერია A-ს გუნდების ემბლემებია, იქვეა დასვენებული კუბო და "იუვენტუსის", "მილანის" და "ინტერის" დროშები, რომლებიც "ნაპოლისთან" საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდნენ.
კუბოს გამოსახულებას ნეაპოლელების მხრიდან სპორტული მეტოქეების მიმართ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ერთი სიტყვით, ყველა თავისებურად
გამოხატავს სიხარულს და ეს მხოლოდ დასაწყისია - წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც "ნაპოლი" ოფიციალურად გახდება ჩემპიონი.