კიმ მინ ჯეს ჯარში გაიწვევენ - რამ გაახარა ნეაპოლელი გულშემატკივრები?

AutoSharing Option
Napoli News-ის ცნობით, "ნაპოლის" მცველ კიმ მინ ჯეს ზაფხულში სამხრეთ კორეაში სამკვირიანი სამხედრო სამსახურის გავლა მოუწევს. ამ ინფორმაციამ ნეაპოლური გუნდის გულშემატკივრები გაახარა.

კიმ მინ ჯე "ნაპოლის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, საერთო წარმატებაში წვლილი შეაქვს და კორეელის კლუბთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში პუნქტია, რომლის მიხედვით ამა წლის 1-დან 15 ივლისამდე მსურველ კლუბს მისი კონტრაქტის 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

სწორედ ამ პერიოდში კიმ მინ ჯე სამშობლოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში იქნება და უცხოურ კლუბებთან შესაძლო მოლაპარაკებების გამართვისა და სამედიცინო შემოწმების გავლის საშუალება არ ექნება.

მან ამ
სეზონში სერია A-ს 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სავალდებულო გაწვევა წარსულს ჩაჰბარდა. დღეს სამხედრო საქმე უკვე სხვა მომზადებას საჭიროებს და ჯარში ძალით წაყვანილ ახალგაზრდას თუ ყარაულად გაამწესებ ის არ არის თანამედროვე სამხედრო ან თანამედროვე ომისთვის მომზადებული ჯარისკაცი.
თავის მოტყუებას და ილუზიებში ცხოვრებას უნდა შევეშვათ.
ექსპერტი
14:39 30-04-2023
0
ლაშა 100% მართალს ამბობს აი დისლაიქი ვინც დასვა იმის თავში ჩამახედამის იმის ტვინს ნაოჭები აქვს?თუ გასაღიზიანებლად წერს?
ზახარა
09:07 29-04-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული