ბელინიმ პირდაპირ ეთერში იტირა - დილეტა ლეოტასთან სტუმრობისას "ნაპოლის" დიქტორმა ემოციები ვერ შეიკავა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლიმ" "სალერინტანას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ყველას უკვე კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ თუ კვარაცხელიას გუნდი იმარჯვებდა, ჩემპიონი გახდებოდა.

მატჩის დაწყებამდე Dazn-ის ჟურნალისტი დილეტა ლეოტა "ნაპოლის" დიქტორ დანიელ-დეციბელ ბელინის ესაუბრებოდა, რა დროსაც ბელინიმ ისტორიული მომენტის მოლოდინში ცრემლები ვერ შეიკავა.

მას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ იმყოფებოდა გუნდი სერია C-ში და შემდეგ აურელიო დე ლაურენტისის ხელმძღვანელობით როგორ მოვიდა აქამდე და 33 წლის შემდეგ სკუდეტოს მოპოვებასთან ერთ ნაბიჯშია.

"ეს სიზმარია, მე ახლა შენ გელაპარაკები და ვკანკალებ... ბევრი
რამ განვიცადე, აღფრთოვანებული ვარ", - უთხრა ბელინიმ ლეოტას და ატირდა.

"ამ სპორტის სილამაზე სწორედ ეს არის! ისიამოვნეთ, რადგან თქვენ ამას იმსახურებთ. ეს უნიკალური მომენტია", - უთხრა ლეოტამ ბელინის.

ინტერვიუს ლეოტასთან ერთად Dazn-ის კიდევ ერთი ჟურნალისტი და "ნაპოლის" ყოფილი კაპიტანი კრისტიან მაჯიო წერდა, რომელიც ატირებულ ბელინის ჩაეხუტა და მისი დაწყნარება სცადა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მისი უდიდებულესობა ფეხბურთი! ასეთი რამ ალბათ მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია.წარმომიდგენია როგორი უფერული და უშინაარსო იქნებოდა სამყარო,ეს სახეობა რომ არ ყოფილიყო.
გულშემატკივარი
14:46 01-05-2023
2
ფეხბურთი აკეთილშობილებს ადამიანებს
აქ სიუვარულია
თენგო
20:36 01-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული