Corriere dello Sport-ი წერს, რომ ჟოზე მოურინიოს "რომაში" დარჩენა სურს. "ჩელსის" ერთ-ერთ წარმომადგენელს პორტუგალიელთან გასაუბრება და შესაძლო თანამშრომლობის განხილვა სურდა, თუმცა "განსაკუთრებულმა" უარი განუცხადა.
ჟოზე "მგლებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, რომელიც "ჯალოროსისთან" ამჟამად 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ მოურინიოს სახელს პსჟ-საც უკავშირებენ.