თუ სპალეტი წავა - დე ლაურენტისს მთავარი მწვრთნელის პოსტზე 3 კანდიდატურა ჰყავს

AutoSharing Option
Corriere dello sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გუნდის მომდევნო შესაძლო მწვრთნელად 3 კანდიდატურა უკვე ჰყავს შერჩეული.

ესენი "ბრაიტონის" დამრიგებელი რობერტო დე ძერბი, ამჟამად უმუშევარი ანტონიო კონტე და "ფიორენტინას" მენეჯერი ვინჩენცო იტალიანო არიან.

ცნობისთვის, La Gazzetta dello Sport-მა გუშინ გაავრცელა ამბავი, რომ უახლოეს დღეებში დე ლაურენტისი "პარტენოპეის" ამჟამინდელ მესაჭე ლუჩიანო სპალეტის შეხვდება და მის მომავალზე დაელაპარაკება.

ტოსკანელ მწვრთნელს აინტერესებს, აპირებს თუ არა "ნაპოლი" ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას და წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნებას, საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას კი ამ შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ,
ლუჩანოს "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯერ დე ლაურენტეს შეხედეთ მერე კი სპალეტის.აქ იტალიაა და გასაგებია ყველაფერი
ზუკა
21:57 10-05-2023
0
ეხლახანს დაიდო ინფორმაცია რომ, სპალეტი რჩება მინიმუმ 1წლით.
გია პაპა
05:19 08-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული