თუ სპალეტი წავა - დე ლაურენტისს მთავარი მწვრთნელის პოსტზე 3 კანდიდატურა ჰყავს

AutoSharing Option
Corriere dello sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გუნდის მომდევნო შესაძლო მწვრთნელად 3 კანდიდატურა უკვე ჰყავს შერჩეული.

ესენი "ბრაიტონის" დამრიგებელი რობერტო დე ძერბი, ამჟამად უმუშევარი ანტონიო კონტე და "ფიორენტინას" მენეჯერი ვინჩენცო იტალიანო არიან.

ცნობისთვის, La Gazzetta dello Sport-მა გუშინ გაავრცელა ამბავი, რომ უახლოეს დღეებში დე ლაურენტისი "პარტენოპეის" ამჟამინდელ მესაჭე ლუჩიანო სპალეტის შეხვდება და მის მომავალზე დაელაპარაკება.

ტოსკანელ მწვრთნელს აინტერესებს, აპირებს თუ არა "ნაპოლი" ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას და წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნებას, საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას კი ამ შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ,
ლუჩანოს "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯერ დე ლაურენტეს შეხედეთ მერე კი სპალეტის.აქ იტალიაა და გასაგებია ყველაფერი
ზუკა
10 მაისი 2023 21:57
0
ეხლახანს დაიდო ინფორმაცია რომ, სპალეტი რჩება მინიმუმ 1წლით.
გია პაპა
08 მაისი 2023 05:19
0
პაპა კარლო უნდა მოიყვანოს და მერე ნახეთ ხვიჩას მოტივაცია...
გიორგი
07 მაისი 2023 16:39
4
ფიორენტინას რაც ვუყურე წელს სულ "ელ-შედუღება" იყო,
კაი მწვრთნელი არის ვთქვათ ჟესუსი,მგონი ახლა ფენერბახჩეშია,
მაგარ ფეხბურთს თამაშობს- პერუს "სპორტინგ კრისტალი"- ვინც კოპა ლიბერტადირესს უყურებს იცის ალბათ.
ტოპებიდან ანჩელოტია მაგარი და კლოპი.სხვები რა ვიცი-ყველა ერთნაერად თამაშობს.
Levani
07 მაისი 2023 13:30
5
ნაპოლის თუ უნდა ტოპ გუნდი შექმნას რადიკალური ნაბიჯების გადადგმა დაჭირდება.
ტუ არადა დარჩება იმად რაც არის და ეს წამრატება იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი, 30 წლის მერე შეიძლება ისევ მოიგოს სერია ა.
მას ჭირდება პირველ რიგში ტოპ მწვრთნელი
თუნდაც კონტე.
las
07 მაისი 2023 12:30
16
ღმერთმა დაიფაროს კონტესგან ფეხბურთის მკვლელია მაურინიოზე უარესი!!
გიო
07 მაისი 2023 11:59
7
ძალიან ცუდია თუ წავა სპალეტი ძალიან ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს ბიჭებს! ისე ზემოთხსენებული კანდიდატურებიდან ყველაზე პროგრესული მწვრთნელი რობერტო დე ძერბია, ჩემი სეხნია ხვიჩასთვის მაგარი მწვრთნელი იქნება! აგრეთვე კარგია ვინჩენცო იტალიანო! აი კონტე არ ვიცი
რობი
07 მაისი 2023 11:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული