დიდი ალბათობით კორეელი კიმ მინ ჯე "ნაპოლის" დატოვებს და მის ნაცვლად "აიაქსის" მცველის იურიენ ტიმბერის შეძენას შეეცდებიან, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".
ტიმბერი "აიაქსის" აღზრდილია, 21 წლისაა, ადრე განაპირა მცველად თამაშობდა, ცენტრალური მცველის კვალობაზე მაღალი არაა (179 სმ), მაგრამ სწრაფია და ფიზიკურად ძლიერი, ნიდერლანდების ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა, ევროპის 2020 წლის და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატების მონაწილეა.
ამ სეზონში ტიმბერმა კლუბში 42 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და თქვა, რომ სხვა გუნდში გადავა. "აიაქსი" იურიენს საკმაოდ
ძვირად, 50 მილიონ ევროდ აფასებს და ეს შეიძლება ნეაპოლური კლუბისთვის პრობლემა იყოს.
იურიენს ტყუპისცალი ძმა ჰყავს - კვინტენი, რომელიც "უტრეხტში" თამაშობს. 2018 წლის თებერვლამდე ისინი მამის გვარს, მადუროს ატარებდნენ, შემდეგ კი დედის გვარზე გადავიდნენ.
იურიენს ტყუპისცალი ძმა ჰყავს - კვინტენი, რომელიც "უტრეხტში" თამაშობს. 2018 წლის თებერვლამდე ისინი მამის გვარს, მადუროს ატარებდნენ, შემდეგ კი დედის გვარზე გადავიდნენ.