დე ლაურენტისმა სპალეტი ხაფანგში გამოამწყვდია - "ნაპოლიდან" წასვლით სერიოზულად დაზარალდება

AutoSharing Option
სკუდეტოს მოპოვების შემდეგ "ნაპოლიდან" მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის შესაძლო წასვლა მართლაც დიდი მოულოდნელობა იქნება. ტოსკანელი სპეციალისტის უკმაყოფილების რამდენიმე მიზეზია. პირველ რიგში  შედარებით დაბალი ხელფასი. მისი სეზონური გასამრჯელო 2.8 მილიონი ევროა და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 3.5 მილიონს დაჰპირდა. ცნობისათვის, "იუვენტუსში" მასიმილიანო ალეგრი 6.1 მილიონს იღებს.

ლუჩანოს აგრეთვე სპორტული დირექტორის კრისტიან ჯუნტოლის "იუვეში" სავარაუდო გადაბარგება და შემადგენლობის საკითხი ადარდებს, რომელიც არაა გამორიცხული, არათუ გაძლიერდეს, არამედ უფრო დასუსტდეს და ეს იმ დროს, როდესაც გრძელი სათადარიგოთა სკამი არ გააჩნიათ, რაც სეზონის ბოლოს ნათლად
წარმოჩნდა. თუ მისი გადმოსახედიდან განვსაზღვრავთ, ნეაპოლიდან აბარგება დიდების ზენიტში უჯობს, მაგრამ დე ლაურენტისის დაგებულ ხაფანგს ასე ადვილად ვერ დაუსხლტება.

"ნაპოლის" მფლობელმა ერთხელ აღიარა, რომ კონტრაქტების შედგენა და ტრანსფერების განხორციელება შეუძლია. როდესაც პსჟ-ს ედინსონ კავანი 70 მილიონ ევროდ მიჰყიდა, უხაროდა და იძახდა, ეს რა მაგარი გარიგება გავახერხეო. ხვიჩა კვარაცხელია სულ რაღაც 10 მილიონად ჩაიგდო ხელში და ახლა მისი ფასი ლამის 100 მილიონია. აურელიო ბიზნესმენი უფროა, ვიდრე სპორტული ხელმძღვანელი.

"გაძეტა დელო სპორტი" იტყობინებოდა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სპალეტის თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა და ერთი წლით უმუშევრად დარჩენა მოუწევს. რადიო Kiss Kiss-ის დირექტორი ვალტერ დე მაჯო თანხის ოდენობას ამხელს - 8 მილიონი. "ნაპოლიში" მოღვაწეობის ორწლიან პერიოდში მას 6 მილიონიც არ გამოუმუშავებია და თუ კონტრაქტს დაარღვევს, გამოდის, რომ ეს პერიოდი სულ ტყუილად იმუშავა და თანაც, კიდევ ერთი სეზონი იუქმებს. მოკლედ, ფინანსურად სერიოზულად დაზარალდება.

ამიტომაა დე ლაურენტისი მშვიდად, კვარაცხელიასთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ამ საკითხზე საერთოდ არ მსჯელობს, ხოლო სპალეტის ისეთი ხაფანგი დაუგო, ძნელად წარმოსადგენია თავი დააღწიოს. გეხსომებათ უთუოდ, გასული წლის ზაფხულში ლუჩანო კალიდუ კულიბალის გასხვისებისას კლუბის დატოვებით იმუქრებოდა, თუმცა დე ლაურენტისმა ის "ჩელსის" 40 მილიონად მიჰყიდა. სპალეტის კი სხვა რა გზა ჰქონდა, მოითმინა და მისი გუნდი ჩემპიონი გახდა. საინტერესოა, ძალიან საინტერესო, რას იზამს ამჯერად, თუ უბრალოდ თავს იზღვევს, რათა შემდეგში წარუმატებლობის შემთხვევაში, სათქმელი ჰქონდეს და ყველაფერი თავის "ბოსს" დააბრალოს. ვინ იცის...

მკითხველის კომენტარები / 10 /
ბიჭო, კონტრაქტს რომ აფორმებდა ჰო აწყობდა ეგ პირობები? ჰოდა იმუშაოს ახლა. რა, წაკითხული არ ჰქონდა კონტრაქტი?
გიგლა
07:50 26-05-2023
0
Benitesis liverpuli tu gaxsovt shetevas tamashobda eseigi kvaras frtebi gaexsneba da ifrens da ar daayenebs ert adgilas rogorc iyo mtavaria kvaras shedegianoba qondes gaitanos da fasi ar daeces napolis ambavi naklebad gvainteresebs momaval wels...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული