სპალეტი გაჯიუტდა - კონტრაქტის გაგრძელებაზე უარსაა და ვითარება უკიდურესად დაიძაბა

AutoSharing Option
"ნაპოლიში" მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის მდგომარეობა თანდათან უფრო და უფრო რთულდება, - იტყობინება "რეპუბლიკა".

კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ოფციით ისარგებლა და სპალეტის კონტრაქტი ერთი წლით ავტომატურად გაუხანგრძლივა, უნდა კიდევ ერთი სეზონით გაუგრძელოს, მაგრამ უარი მიიღო.

თითქოს გასულ კვირაში ერთად სადილობისას მათ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ჯერ არაფერი არაა გარკვეული და არავინ იცის, ყოველივე ამას რა შედეგები მოჰყვება. დე ლაურენტისი სპალეტის ხელფასის 2.8 მილიონი ევროდან 3.5 მილიონამდე მომატებას და გაწეული ნაყოფიერი სამუშაოსთვის კარგ ბონუსებსაც დაჰპირდა, რაც ლუჩანოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

Football Italia-ს
მტკიცებით, ხუთშაბათს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე დე ლაურენტისი გუნდის თავკაცზე საუბარს აშკარად გაურბოდა და მათ შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა, რისი მიზეზიც მხოლოდ ფინანსური საკითხი არაა. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ტოსკანელი მის უნებართვოდ თანამშრომლობის გაგრძელებით უკმაყოფილოა, აგრეთვე პროექტის გარანტიების არქონით და სპორტული დირექტორის კრისტიან ჯუნტოლის "იუვენტუსში" შესაძლო გადაბარგებით. ხელშეკრულების თანახმად, სპალეტის "ნაპოლიდან" წასვლის შემთხვევაში, ჯარიმების გადახდა და ერთი წლით უმუშევრად დარჩენა მოუწევს.

ერთი სიტყვით, სიტუაცია ჯერჯერობით ძალიან რთულია და ძნელი სათქმელია, მოვლენები როგორ განვითარდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა ძალით დატოვება რი ძალით დატოვება. 3-4 თამაშს წააგებს და ლავრენტი თვითონ გააგდებს სტალეტის, ანუ თვითონ მოუწევს ჯარიმის გადახდა. გაიგეთ?
ჟორა
10:18 22-05-2023
0
თუ ძალით წავიდა,სპალეტის ჯარიმა და ერთწლიანი უმუშევრობა ელის,მაგრამ თუ მისი ნების წინააღმდეგ დაარჩინეს,არც მოთხოვნილი ხელფასი მისცეს და არც მის ფეხბურთელებს დაუნიშნეს ღირსეული ხელფასი,მაშინ რა მოხდება?უგულოდ მოთამაშე ხვიჩა,რუბინში ვნახეთ და არც უგულოდ მომუშავე მწვრთნელისაგან მიღებული შედეგები იქნება,რთული წარმოსადგენი.ასე რომ ნებსით თუ უნებლიედ,სპალეტის და დე ლავრენტისს,კომპრომისის პოვნა მოუწევთ.ჟელინსკის თამაშიც ვნახეთ მას შემდეგ,რაც ხელფასის დაკლება და კონტრაქტის ასე გაგრძელება მოსთხოვეს.ასე რომ, თუ რამდენიმე ფეხბურთელი ითამაშებს უგულოდ,გუნდი ამითაც დიდად იზარალებს.აქაც კომპრომისის პოვნა გახდება,აუცილებელი და რამდენად შეუძლია დე ლავრენტისს ამის გაკეთება,მისი,როგორც ოდიოზური პიროვნების იმიჯიც მეტყველებს.იმედი ვიქონიოთ,რომ ამ ჯერზე ყველაფერს გაუმკლავდება და ყველა კმაყოფილი გააგრძელებს თავის საქმეს.
სოსო
15:27 19-05-2023
2

სიახლეები პოპულარული