ოსიმენი სპალეტის გაუბრაზდა - "ნაპოლის" მწვრთნელმა გუნდიდან წასვლა დაადასტურა?

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ინტერს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის 68-ე წუთზე "პარტენოპეის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ჯოვანი სიმეონეთი ჩაანაცვლა, რამაც ნიგერიელი ძალიან გააბრაზა.

ის მოედნიდან გასვლისას ძალიან უკმაყოფილო იყო:

"რატომ?! ეს რა ჯანდაბაა?!", - ამბობდა ვიქტორი, რომელმაც მწვრთნელის მიმართულებით ხელი აიქნია, მის ასისტენტს კი ხელი ჰკრა.

ტოსკანელი მენეჯერის თემა ამით არ ამოწურულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალ
ისტები მას მომავალზე დაეკითხნენ, რაზეც მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მაგრამ პრეზიდენტ დე ლაურენტისთან შეთანხმებით, ჯერჯერობით ის არ ხმაურდება.

ლუჩანომ აღნიშნა, რომ აზრის შეცვლას არ აპირებს და ყველაფერი მალე გაცხადდება.

ამ კომენტარის შემდეგ მსოფლიო სპორტულ პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ სპალეტიმ თავისი წასვლა დაადასტურა.

უფრო მეტიც, იტალიელები უკვე წერენ, რომ დე ლაურენტისი ახალ შესაძლო დამრიგებლებთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას და მას საკმაოდ ბევრი კანდიდატი ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ასეთი ამბების შემდეგ უკვე ნათელია რომ მომავალ წელს ნაპოლი ხუთეულშიც ვერ მოხვდება. არა ჯანსაღი მდგომარეობაა გუნდში. ზოგადად ხვიჩას წასვლის წინააღმდეგი ვიყავი, ეხლა ვხვდები რომ უნდა წავიდეს ნაპოლიდან თუ ექნება შემოთავაზებები. ფაქტია რომ ჩემპიონობამ ბევრს აურია ტვინი მანდ. ყველას ბევრი ფული მოუნდათ.თამაშის ხარისხი კი დაეცა
დავით 67
15:06 23-05-2023
0
ოსიმენი კვარას გარეშე კი არა კვარასთანაც არაფერი ფეხბურთელია. მაგ 23 ბურთიდან 3-4 თუ იქნება "ტრუდავოი", ანუ თვითონ რომ შექმნა, მეკარისგან მოგერიებული ბურთის გატანას ბევრი არაფერი უნდა. კვარას კი იოლი ბურთი არც ერთი არ ჰქონია და დამატების 10 ბურთი სხვას გაატანინა.
ჟორა
23:27 22-05-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული