ოსიმენი გერმანიაში ჩავიდა და "ბაიერნში" მის შესაძლო გადასვლაზე ალაპარაკდნენ

AutoSharing Option
"ბილდი" იტყობინება, რომ "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი გუშინ დილით გერმანიაში იმყოფებოდა და სურათსაც აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ოსიმენი თავის მეგობარ გოგონა სტეფანისთან და საერთო ქალიშვილთან, ერთი წლის ჰეილი ტრუსთან ერთად მოულოდნელად ბერლინში გამოჩნდა და ჩემოდნით ძვირფას სასტუმრო "ადლონში" შევიდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსიმენის სამსახურით "ბაიერნია" დაინტერესებული. გერმანიაში ნიგერიელის ჩასვლამ ჭორები კიდევ უფრო გაამძაფრა და "ბილდი" კითხვას სვამს - და რა შუაშია აქ ბავარიული ფლირტი?

მკითხველის კომენტარები / 9 /
რად უნდა ამ კაცს მილიონები, ფლოსტებით რომ დაიარება.
ამო
17:40 26-05-2023
0
გულახდილად რო ვთქვათ ოსინჰემი ყველაფრით შეეფერება მიუნხენურ გუნდს, ასე რო წარმატებები.
გიო
16:13 25-05-2023
0

სიახლეები პოპულარული