კაბალური კონტრაქტით მახეში გაბმულ სპალეტის დე ლაურენტისი კომპენსაციის გარეშე გაუშვებს

AutoSharing Option
კონტრაქტის მიხედვით, მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის "ნაპოლისთან" თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში 8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს (გუნდში მუშაობის ორი წლის განმავლობაში სულ 5.6 მილიონი გამოიმუშავა), თუმცა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კომპენსაციის გარეშე დაემშვიდობება, - ამის თობაზე Il Mattino იტყობინება.

ხელშეკრულების თანახმად, სპალეტის ერთი წელი სხვა გუნდში დასაქმების უფლება არ ექნება და თუ შეთანხმებას დაარღვევს, კომპენსაციას გადაახდევინებენ.

გამოცემის ცნობით, ტოსკანელი სპეციალისტი ერთწლიანი პაუზის აღებას აპირებს, თუმცა დე ლაურენტისი შეეცდება გუნდში დარჩენაზე დაითანხმოს. პრეზიდენტი გაკვირვებულია ლუჩანოს გადაწყვეტილებით და უნდა "ნაპოლის" ივნისში სამხრეთ კორეაში
ჩასატარებელ შეკრებაზე უხელმძღვანელოს.

სპალეტის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და თუ მაინცდამაინც კლუბის დატოვებას არ გადაიფიქრებს, დე ლაურენტისს სურს, დამშვიდობება მშვიდობიანად და მხარეთა ურთიერთშეთანხმებით მოხდეს.

სპალეტი მშვენიერ ხასიათზეა, გუშინ სან გრეგორიო არნემოს მონასტრის სახელოსნოს მოქანდაკე მარკო ფერინოს, რომელიც "ნაპოლის" დიდი გულშემატკივარი და მისი მეგობარია, სამუშაოზე მიაკითხა და სთხოვა, მოტოციკლით ქალაქში გაესეირნებინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული