აქვს "ნაპოლის" კაპიტანს ჩემპიონატის საუკეთესოობაზე პრეტენზია? - "კვარას" ლამაზი პასებით შექმნილი გოლები...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატი მალე დასრულდება. ყველა ტურნირის ბოლოს საუკეთესოებს ასახელებენ. ფიფას ბოლო მუნდიალამდე ასეთი წესი ჰქონდა - ჯილდოს გადამწყვეტ მატჩში დამარცხებული ფეხბურთელი იღებდა, რითაც, გარკვეულწილად, ემოციები ბალანსდებოდა. ეს ახლა ლიონელ მესიმ შეცვალა...

Sportall.Ge

სერია "ა"-ში მსგავსი არ ხდება. აქ ტრიუმფატორი "ნაპოლია". ქართველი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას აღიარების მილოდინში ვართ, ნიგერიელები - ვიქტორ ოსიმენის. კიმ მინ ჯესა თუ სტანისლავ ლობოტკას დამსახურებსაც ბევრი აღნიშნავს, კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოზე კი თითქოს ბევრს არ საუბრობენ. არადა, ის თავის საქმეს დიდებულად უძღვება, მისი არყოფნა გუნდს ძალიან ეტყობა როგორც
ფსიქოლოგიურად, ასევე ტაქტიკურად. კაპიტანი, ფაქტობრივად, არ ისვენებს და მოტივაციის პრობლემა არც ტიტულის გაფორმების შემდეგ ჰქონია. ექნება მას პრეტენზია, ტურნირის საუკეთესოდ დაასახელონ?!

ჯოვანის პროფესიონალური კარიერა 2010 წელს, დაბალი ლიგის გუნდებში დაიწყო. 2017-18 წლებში მას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, "ემპოლიში" გადადის და გუნდს სერია "ა"-ს საგზურის მოპოვებაში ეხმარება.აქ მან 74 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. დი ლორენცო მეაპოლურ კლუბს 2019 წელს შეუერთდა. მათ ქვეყნის თასი მოიპოვეს და უფრო დიდმა გამარჯვებამაც არ დაახანა!..

Sportall.Ge

დი ლორენცო ოჯახურ საკითხებშიც მოკრძალებულია და ბევრს არ საუბრობს. მისი მეუღლე კლარისა ფრანჩია. ისინი 9 წლის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ, ყველაფერი კი ქორწილით დასრულდა. 2020 წლის 9 მაისს მათი ბედნიერება აძურა დი ლორენცოს დაბადებით კიდევ უფრო შეივსო...

"ნაპოლის" კაპიტანი  2020 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. მისი დებიუტი აქ 2019 წელს შედგა. თუკი "სკუადრა აძურას" ტრიუმფისკენ სვლას გავიხსენებთ, დი ლორენცოს იქ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, ფართო აუდიტორიას კი მისი გვარი ბევრად ნაკლებად ახსოვს, ვიდრე ჟორჟინიოსა თუ კიეზას...

Sportall.Ge

29 წლის კაპიტანს საჩემპიონო სეზონში 3 გოლი და 4 შედეგიანი პასი აქვს, მისი თამაში კი უფრო მეტია, ვიდრე სტატისტიკური მონაცემები. ჯოვანი ის მოთამაშეა, რომლის არყოფნასაც ყოველთვის იგრძნობ, სხვა მუხტი და შემართება გააჩნია, რომელსაც გუნდს გადასცემს. გოლები მშვენიერი გააქვს, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიას ასეთივე პასებიც ეხმარება. "აინტრახტთან" ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე გამორჩეული იყო - პენალტის ვერგამოყენების შემდეგ ქართველ გარემარბს უხასიათობა ეტყობოდა, ქუსლით შესრულებული ულამაზესი პასით კი კაპიტანს მატჩის შედეგი გადააწყვეტინა. "კვარას" "ასისტი" იყო "აიაქსთანაც", ასევე, ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, როცა ჯოვანი ძალიან მაღლა ახტა და გაიტანა.

დი ლორენცო თამაშს ტრიუმფის შემდეგაც ისეთივე მომდომებით განაგრძობს, მისი ხასიათი ამის თქმის საშუალებას გვაძლევს!..

altკვარაცხელია ახალ მწვრთნელთან და ტაქტიკაში უფრო შედეგიანი უნდა იყოს - გასპერინის უპირატესობები...

altფეხბურთელი, რომელიც ხვიჩას თამაშს განსაზღვრავს - მარიო რუი ახლო ხედით

alt"ნაპოლის" ხერხემალი - ლობოტკას საოცარი პროგრესი, შურისძიება ექსკლუბზე და სკანდალში გახვეული ყოფილი მეუღლე

მკითხველის კომენტარები / 4 /
გადაუარა დი ლორენცოს ლეაუმ რა საუკეთესოობაზეა ლაპარაკი, მცველი და ისიც დირკა დაასახელო ჩემპიონატის საუკეთესოდ არ გამიგია.
უვიცი
23:27 25-05-2023
6
ჩვენი ბიჭი სამჯერ გახდა თვის საუკეთესო ფეხბურთელი. სხვას ასეთი შედეგი არ აქვს. ნეტა ეს არ ნიშნავს ავტომატურად მის დასახელებას სეზონის საუკეთესოდ?
როგორ ფიქრობთ?
ILIA
13:42 25-05-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული