ბოლო ბოლო მიდის თუ რჩება - სპალეტის მომავალი ისევ უცნობია

AutoSharing Option
ჯერ კიდევ უცნობია, დატოვებს თუ არა მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი "ნაპოლის". ის და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რაღაც ქარაგმებით, ორაზროვნად საუბრობენ, ისე რომ, შინაარსის გამოტანა ძნელია. როგორც იტყვიან, ლაპარაკი ლაპარაკისთვის. თითქოს კითხვაზე პასუხის გაცემისას მოვალეობას იხდიან და სიმართლის თქმას ერიდებიან. არც ისაა გამორიცხული, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.

და თუ მათ არ იციან, რას აპირებენ, საიდან ეცოდინება სიმართლე იტალიურ მედიას? და გვამცნობენ, რომ დასტურ ფლობენ ინფორმაციას სპალეტის მემკვიდრის თაობაზე: ლუის ენრიკე ფავორიტია (ამ დროს სხვები ირწმუნებიან, პსჟ-ში მიდისო); რაფაელ
ბენიტესი ბრუნდება; ჯან პიერო გასპერინი თავისი 3-5-2-იანი ტაქტიკით ნეაპოლში მიეშურება; ანტონიო კონტე არჩევანის გაკეთებაზე ფიქრობს (ხვიჩა კვარაცხელიას მის სქემაში ადგილი არ ექნებაო); კრისტოფ გალტიეც, რობერტო დე ძერბიც და ვინჩენცო იტალიანოც შეთავაზების მოლოდინში არიან და ა.შ.

Il Mattino ამტკიცებს, რომ დე ლაურენტისი მზადაა სპალეტის ორწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ტოსკანელმა უკვე მიიღო კლუბიდან აბარგების გადაწყვეტილება და ამის შესახებ ფეხბურთელებმა იციან.

დღეს "ნაპოლი" სტუმრად "ბოლონიას" შეხვდება და გამგზავრების წინ გულშემატკივრები სკანდირებდნენ: "არ დაგვტოვო, ლუჩანო". მან კი კმაყოფილი და ღიმილიანი სახით შეხედა, მხიარულად მიესალმა და არაფერი არ უპასუხა. შესაძლოა, უნდა ასეთმა გამარჯვებულმა და ღიმილიანმა დატოვოს გუნდი...

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჟურნალისტებს აღადავებენ. სპალეტი რჩება.
ლაშა
11:27 28-05-2023
0
კარგად დაიმახსოვრეთ ეს აქსიომა - სპალეტი გუნდში დარჩება!
SOS!!!
09:18 28-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული