და თუ მათ არ იციან, რას აპირებენ, საიდან ეცოდინება სიმართლე იტალიურ მედიას? და გვამცნობენ, რომ დასტურ ფლობენ ინფორმაციას სპალეტის მემკვიდრის თაობაზე: ლუის ენრიკე ფავორიტია (ამ დროს სხვები ირწმუნებიან, პსჟ-ში მიდისო); რაფაელ
ბენიტესი ბრუნდება; ჯან პიერო გასპერინი თავისი 3-5-2-იანი ტაქტიკით ნეაპოლში მიეშურება; ანტონიო კონტე არჩევანის გაკეთებაზე ფიქრობს (ხვიჩა კვარაცხელიას მის სქემაში ადგილი არ ექნებაო); კრისტოფ გალტიეც, რობერტო დე ძერბიც და ვინჩენცო იტალიანოც შეთავაზების მოლოდინში არიან და ა.შ.
Il Mattino ამტკიცებს, რომ დე ლაურენტისი მზადაა სპალეტის ორწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ტოსკანელმა უკვე მიიღო კლუბიდან აბარგების გადაწყვეტილება და ამის შესახებ ფეხბურთელებმა იციან.
დღეს "ნაპოლი" სტუმრად "ბოლონიას" შეხვდება და გამგზავრების წინ გულშემატკივრები სკანდირებდნენ: "არ დაგვტოვო, ლუჩანო". მან კი კმაყოფილი და ღიმილიანი სახით შეხედა, მხიარულად მიესალმა და არაფერი არ უპასუხა. შესაძლოა, უნდა ასეთმა გამარჯვებულმა და ღიმილიანმა დატოვოს გუნდი...