დე ლაურენტისი: სპალეტი შემოქმედებით შვებულებაში გავუშვი - კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა ძნელია?

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Rai 3-თან ჩვეული მედიდურობით ისაუბრა და განაცხადა, რომ მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის თხოვნა გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა:

"ჩემ გარდა ვის სჯეროდა, რომ ფავორიტები ვიყავით? როდესაც გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, ივნისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მკითხეს, რას ვაპირებდი. ვუპასუხე, რომ ჩემპიონატის მოგება შემიძლია. რეაქცია განგაშის მაგვარი იყო და სპალეტიც შეშფოთებული გახლდათ, ვინაიდან არ იცოდა, უკვე ვინ გვყავდა შეძენილი. ის ამ ბიჭების შესანიშნავი დამრიგებელი იყო. ლუჩანო თავისუფალი ადამიანია. კინოში გატარებული 50 წლის შემდეგ, როდესაც ვინმე მოვა და გეტყვის, რომ ყველაფერი
შესაძლებელი გააკეთა, თავისი ცხოვრების ციკლის ნაწილი დაასრულა და შემოქმედებით შვებულებას საჭიროებს, უარს ვერ ეტყვი. გულუხვი უნდა იყო და მე ასეთი ვარ. მას მადლობას ვუხდი.

დიეგო მარადონა ისევ ჩვენთან თამაშობს. "სან პაოლოს" მისი სახელი დავარქვით. ნახავთ, როგორ შეიცვლება არენა, როდესაც გადმომცემენ. 99 წლით მინდა მივიღო. მუნიციპალიტეტმა ამის უფლება უნდა მომცეს. დიდ მუზეუმს გავაკეთებთ, იქ ქორწილებს გადაიხდიან.

ოსიმენის ნიღაბი მარკეტინგის თვალსაზრისით დიდი მიღწევაა. ყველა ბავშვს სურს ჰქონდეს. ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა ძნელია? მე უბრალოდ "კვარას" ვეძახი (იღიმის). თავიდან ჩემი ოჯახი "ნაპოლის" შეძენას არ მირჩევდა. ბავშვობაში კალათბურთს ვთამაშობდი, მაგრამ ჩემი საყვარელი გუნდი მუდამ "ნაპოლი" იყო. როდესაც ლოს-ანჯელესში ვიყავი, მუდამ ვფიქრობდი, რომ გართობის მხრივ კინო და ფეხბურთი ცხოვრებაში უმთავრესია.

ნეაპოლში ბევრი ამერიკელი ჩამოდის. თამაშებზე გადაირივნენ, რადგან სტადიონზე თავისუფალი ადგილი არ არის. ახლა იაპონელი ფეხბურთელი უნდა შევიძინო. მე ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ, მაგრამ გულწრფელობა ანაზღაურებადი არაა. იტალიაში ასეა, როცა წარმატებას მიაღწევ, მზად არიან, მოგკლან".

მკითხველის კომენტარები / 5 /
სადაც ახლა დი ლაურენტისმა სპალეტი გაუშვა შემოქმედებით შვებულებას ეძახიან?! :)))
გიორგი
22:18 29-05-2023
0
სელტილიდან წამოვიყვანდი მე იაპონელებს
არა რუსეთს
10:41 29-05-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული