დღეს "ნაპოლის" თავკაც ლუჩანო სპალეტის კოვერჩიანოში იტალიის წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გადასცეს. სპალეტიმ თქვა, რომ დასვენებას საჭიროებს, უნდა, მეტი დრო დაუთმოს ოჯახს და თავის პატარა ქალიშვილ მატილდას. მას აგრეთვე ორი ვაჟიშვილი ჰყავს: სამუელე და ფედერიკო.
"ხანდახან განშორება ძალიან დიდი სიყვარულის გამო ხდება. "ნაპოლი" მეტს იმსახურებს, მე კი ამისთვის მზად არ ვარ. რამდენიმე კვირის წინ დე ლაურენტისს ვუთხარი, რომ ერთწლიანი შვებულება მჭირდება. მიხარია, რომ მან ეს გუშინ თქვა. ესაა რეალობა", - განაცხადა სპალეტიმ.
სპალეტიმ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შორს გასვლა
შეეძლოთ, მაგრამ გუნდს ხელი ლეგიონერების ნაკრებებში გამგზავრებამ შეუშალა, საიდანაც ისინი დაღლილები ბრუნდებოდნენ და აღდგენას ვერ ასწრებდნენ.