Il Mattino: სპალეტის "ნაპოლის" მწვრთნელად თავისი მემკვიდრე სურს

AutoSharing Option
"ნაპოლისთვის" ახალი მთავარი მწვრთნელი თავსატეხად გადაიქცა. Il Mattino-ს ცნობით, "პარტენოპეის" ამჟამინდელი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი თავის მემკვიდრედ ფაბიო კანავაროს მიიჩნევს.

"ლუჩანო სპალეტის არ შეუძლია და ამავდროულად, არ სურს ვინმესკენ ხელის გაშვერა, თუ ვინ უნდა დაინიშნოს მთავარ მწვრთნელად, თუმცა დროთა განმავლობაში სახელი მაინც გაჟღერდება.

თუ ლუჩანოს შეეძლება, რომ ერთი მწვრთნელი აირჩიოს, ეს ფაბიო კანავარო იქნება. აწ უკვე სერია A-ს გამარჯვებული სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ფაბიოს შეუძლია სიტუაცია კიდევ უფრო მეტად განავითაროს".

როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთი ვარიანტი გამოიკვეთა. სავარაუდოდ, ზაფხულში ნეაპოლში
დიდი ტრანსფერებია დაგეგმილი.

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
საბოლოოდ მაინც ასე მგონია....
Ფიორენტინას მწვრთნელს დანიშნავს...
სიმართლე
03 ივნისი 2023 10:52
0
შოთი დანიშნოს, თავისუფალია
Lobotka
01 ივნისი 2023 19:36
10
მონცას მწვრთნელი კარგი იქნებოდა ნაპოლისთვის!
მწვრთნელი
01 ივნისი 2023 15:24
2
კანავარო უდიდესი ფეხბურთელი იყო, თუმცა მწვრთნელობის რა მოგახსენოთ.
ILIA
01 ივნისი 2023 14:19
2
Kanavaro aris sashualoze dabali donis mwvrtneli chinetshi moigo tu ar vcdebi,beneventodan gaushven... marto imitom tu danishnaven neapoleli romaa
L.J .
01 ივნისი 2023 13:37
2
მართალია!
რა კანავარო. მას სერია ბ-ეს დონის კლუბში აქვს მგონი გამოცდილება და რა უნდა გააკეთოს მან ისეთი?
ლაშა
01 ივნისი 2023 13:47
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული